ქეა კავკასიას პროექტის შედეგად 1650 მეწარმე ქალი ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს

ქეა კავკასიას პროექტის შედეგად 1650 მეწარმე ქალი ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს

access_time2023-02-10 00:00:39

ქეა კავკასიამ სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სამწლიანი პროექტი „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ დაიწყო, რომელიც ადგილობრივ და რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2,962,500 დოლარს.

 

სამწლიანი პროექტის შედეგად სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები 1650 მეწარმე ქალი გაიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და ექნება მეტი წვდომა ფინანსებზე, ტექნოლოგიებზე, სამეწარმეო ცოდნასა და რესურსებზე. 130-ზე მეტი მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელი და საშუალო მეწარმე ქალი გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას მეწარმეობის მოწინავე ცოდნაზე, მენტორობასა და ინვესტიციებზე. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანაში 500 ქალი აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ადვოკატირების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში

 

პროექტის „ქალი ძალა, ქალის მომავალი“ მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობით, ასევე ტრანს სასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნეს ურთიერთობებში ქალების ლიდერული მონაწილეობის მხარდაჭერით.



„ქეა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქალებისთვის, რამდენადაც სწორედ ქალების ჩართულობით და ლიდერობით შევძლებთ შევამციროთ სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური დაძაბულობის კერების აღმოცენების და არსებული კონფლიქტების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონალურ დონეზე ახალი პარტნიორობის არხების და კავშირების გაჩენა და კერძო სექტორის პოტენციალის მეტად გამოყენება“, - აღნიშნა ქეთი ხაჩიძემ, ქეა კავკასიის აღმასრულებელმა დირექტორმა.


„მოხარული ვარ, რომ ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მონაწილეა ისეთი მასშტაბური პროექტის, რასაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ჰქვია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე მათი ცოდნის და უნარების განვითარებას, ფინანსებზე წვდომას და ციფრულ ეკონომიკაში მათ ინტეგრირებას საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. დარწმუნებული ვარ, პროექტში ჩართულ ძლიერ პარტნიორებთან ერთად სრაფად და ეფექტიანად შევძლებთ ქალების ჩართვას სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ლოკალურად და მათი ბიზნეს-კავშირების დამყარებას რეგიონალურ დონეზე“, - განაცხადა ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

  

საქართველოში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად არიან - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), სომხეთში WINNET - ქსელი და აზერბაიჯანში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up