ქედის მუნიციპალიტეტში მოსწავლეები და სტუდენტები 400-დან 1000 ლარამდე სტიპენდიებს მიიღებენ

ქედის მუნიციპალიტეტში მოსწავლეები და სტუდენტები 400-დან 1000 ლარამდე სტიპენდიებს მიიღებენ

access_time2023-01-15 10:00:59

ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში, განათლების წახალისების, მოსწავლისა და სტუდენტის მოტივირებისთვის გაწერილია სტიპენდიები. კერძოდ, სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100%-იან გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000 ლარი, 70%-ის შემთხვევაში - 700 ლარი, ხოლო 50%-ის შემთხვევაში - 500 ლარი.

 

 

დოკუმენტის თანახმად, „იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, ძალზედ მნიშვნელოვანია მათი  მოტივირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოდგენილი განცხადებების მიღება, განხილვა და დაზუსტება. შერჩეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში ერთხელ გაიცემა სტიპენდია, რომლებსაც  ბოლო ორი წელი  ნასწავლი აქვთ  ქედის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ამასთან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული

 

 


ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სტატუსი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ  ქედის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50%, 70%, 100%) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

 

 

შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად -  სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100%-იან გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000 ლარი, 70%-ის შემთხვევაში - 700 ლარი, ხოლო 50%-ის შემთხვევაში - 500 ლარი.

 

 

მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსნის სტატუსი, წლის განმავლობაში ერთხელ სტიპენდიის სახით ჩაერიცხება 500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს 400 ლარი.“


თეგები:
სტიპენდიa



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up