ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და  ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის  მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

access_time2021-06-15 13:20:00

ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ირაკლი ბენდელიანის თქმითვე, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და პროცედურების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.


„უახლოეს პერიოდში დაიწყება ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც. ეს იქნება ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი. ამ სამუშაოებზე ტენდერი დასრულებულია. გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.


განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების გარდა, ირაკლი ბენდელიანმა ასევე, დეტალურად ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მერის მოადგილის თქმით, საგზაო პროექტებს შორისაა მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და კაიროს დასახლებაში გზების სრული რეაბილიტაცია.



„მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია, მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მიუხედავად იქ არსებული რთული გეოლოგიური პირობებისა, დასკვნით ფაზაშია და ეს სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბურთალოს ზედა ნაწილი შეუფერხებლად დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. მნიშვნელოვანი პროექტია, ასევე, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დადიანის ქუჩაა. შესაბამისად, დადიანის ქუჩაზე ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ამ ქუჩას ექნება შესაძლებლობა, ტრანსპორტის ნაკადი შეუფერხებლად გაატაროს. აღსანიშნავია, ასევე, კაიროს დასახლებაში გზების სრული რეაბილიტაცია. კაიროს დასახლება იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყო იქ არსებული ქუჩები ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული, ხელი არ იყო დაკარებული არაფრისთვის, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.


მერის მოადგილემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმდინარე პროექტებს შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი ფერდის გამაგრების სამუშაოები და შეშელიძის ქუჩაზე, დამეწყრილ უბანში მიმდინარე მასშტაბური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დაასახელა.


მისი თქმით, შეშელიძის ქუჩაზე, დამეწყრილ უბანში დროულად და ეფექტურად გატარებული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, დღის წესრიგიდან მოიხსნა მიმდებარედ არსებული სამი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება.


„ცნობილია, რომ დედაქალაქში, გარკვეულ ადგილებში, ხშირია მეწყერული პროცესების გააქტიურება, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ყველაზე მასშტაბური ამ მხრივ, შეშელიძის ქუჩაზე, დამეწყრილ უბანში მიმდინარე მასშტაბური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებია. ეს პრობლემა სათავეს იღებს 1980-იანი წლებიდან, თუმცა მათი მასშტაბიდან გამომდინარე, მარტივი არ იყო ამ პრობლემის მოგვარება. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტმა 21 მილიონი ლარი დახარჯა. სანამ რეაბილიტაციას დავიწყებდით, შეშელიძის ქუჩაზე, გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, ტროტუარი მთლიანად მიწის მასით იყო დაფარული. მეწყრის ზედა ნაწილში, სამი 16-სართულიანი სახლია, რომელიც ევაკუაციის პირას იყო და რომ არა სწრაფად და ეფექტურად დაწყებული სამუშაოები, სამივე კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა მოგვიწევდა. დღეისთვის, ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. არანაირი რისკი ამ ლოკაციაზე არ არსებობს. ვფიქრობთ, რომ სამუშაოებს, დაახლოებით, თვენახევარში დავასრულებთ. მსგავსი პრობლემა გვქონდა მაჭავარიანის ქუჩაზე, სადაც მოხდა სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესის გააქტიურება. ჩვენ დაუყოვნებლივ შევზღუდეთ იქ საავტომობილო და საფეხმავლო მოძრაობა და დავიწყეთ მონიტორინგის წარმოება. დარგის სპეციალისტების ჩარევისა და დაუყოვნებლივ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დღეს იქ არანაირი რისკი არ არსებობს. რამდენიმე დღეში ველოდებით პროექტს, რომლის მიხედვითაც, მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ და დაახლეობით, ორთვენახევარში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.


თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქში ამჟამად, 62 ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up