ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა – კახა კალაძე

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა – კახა კალაძე

access_time2022-11-16 14:40:00

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული პრობლემური სატრანსპორტო კვანძების სრულად მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა.


კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელს გახდის, ბოლო პერიოდში პრობლემადქცეული დაგეგმილი ბრუნები განხორციელდეს და მგზავრების სრულად გადაყვანა მოხდეს.



„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შუქნიშნების მოწესრიგება, ე.წ. კალიბრაცია, რომ ავტომობილების ნაკადების გატარება ყველა მიმართულებით, დროულად მოხდეს. მსგავსი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსპორტი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ახლახან გახსნილ ქეთევან დედოფლის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 11 მარშრუტზე მოძრავ ტრანსპორტს დღის განმავლობაში, 30 000 მგზავრი გადაჰყავს. 11 ნოემბერს, თბილისში მოძრავმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ჯამში, ვერ განახორციელა დაგეგმილი 1 477 ბრუნი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან დაგვიანების გამო, გაჩერებებზე თავს იყრის გაცილებით მეტი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ქეთევან დედოფლის გამზირი გაიხსნა, გუშინდელი მონაცემით, ჩავარდნილი ბრუნების რაოდენობა 1 477-დან ჩამოვიდა 1 308-ზე, ანუ 169-ით მეტი ბრუნი განხორციელდა. აქვე მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, ეს კონკრეტული პრობლემური კვანძები, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ყველა პროექტი ხორციელდება ისე, რომ ათეულ წლებს გაუძლოს და სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.


„ბევრ კრიტიკას ვისმენთ ამ დაგვიანებებზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვართ სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ყველაფერს ვახორციელებთ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად. 2017 წლიდან განვაახლეთ ავტოპარკი, მიკროავტობუსები, ვაწესრიგებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შევქმენით ზოლები. აღნიშნული სამუშაოების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. სამუშაოებს ვატარებთ და ჩავატარებთ ისე, რომ განხორციელებულმა პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up