ღვინის მწარმოებელი კომპანია „ქიმერიონი“ 20 მლნ დოლარად იყიდება. კომპანიისთვის ინვესტორს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს. გასაყიდად გამოტანილია კომპანიის ღვინის ქარხანა, 5 სხვადასხვა შენობა, 100 ჰექტარი მიწა და ვენახები.
მეღვინეობა „ქიმერიონი” არის ღვინოების და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია. მისი ღვინის ქარხანა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში. კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონ ლიტრ ღვინოს აწარმოებს. კომპანია რამდენიმე დასახელების ღვინოს აწარმოებს, მათ შორისაა, მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ახაშენი, ალაზნის ველი, ფიროსმანი, როზე, ლილე, ხვანჭკარა და სხვა.
რაც შეეხება, Georgian Business Brokerage-ს, მისი დამფუძნებელი „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა. Georgian Business Brokerage აშშ-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით. კომპანია უცხოურ ინვესტიციებს, საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში, სხვადასხვა ბიზნეს პროექტების დასაფინანსებლად იზიდავს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"