ქირის ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ჩუღურეთშია

ქირის ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ჩუღურეთშია

access_time2022-10-21 20:00:32

იჯარის ფასები მნიშვნელოვნად მაღალი დარჩა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ ქირაზე მიგრაციის გავლენა კონცენტრირებულია რომელიმე კონკრეტულ რაიონში. წლიურმა ზრდამ თითქმის ყველა რაიონში 70%-ს გადააჭარბა. MoM-ის თვალსაზრისით, ქირავნობის ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ჩუღურეთმა აჩვენა (+7,1%). ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში „თბილისის საცხოვრებელი ბაზარი“ აღნიშნულია, რომ 2022 წლის სექტემბერში, ქირავნობის შემოსავლების მიხედვით, პირველი 3 უბანი იყო დიდი დიღომი (14.5%), ისანი (13.4%) და გლდანი (12.3%).


2022 წლის სექტემბერში თბილისის Airbnb-ის ბაზარზე აქტივობა ძირითადად წინა თვის მსგავსი იყო, MoM-ის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.



„აქტიური განცხადებების რაოდენობა გაიზარდა 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით (+8,9%). მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, ეს მაჩვენებელი მაინც დარჩა პანდემიამდელი დონის ქვემოთ (-24% 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით). ერთხელ მაინც დაჯავშნილი ქონების რაოდენობამ ასევე გამოავლინა MoM ზრდა (+8,1%), რამაც ოდნავ შეამცირა სხვაობა 2019 წელთან შედარებით (-24%). გარდა ამისა, დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა კვლავ ჩამორჩა 2019 წლის დონეს 24%-ით. დაკავებულობის კოეფიციენტი წინა თვესთან შედარებით 5 პროცენტით დაეცა, თუმცა პანდემიამდელ დონეს 20 პროცენტით მაინც გადააჭარბა (ძირითადად დაბალი მიწოდების გამო).


არსებულმა ვითარებამ და მიგრაციის ახალმა ტალღამ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში დადებითი გავლენა იქონიოს ბინის გაზიარების ბაზარზე. თუმცა, მთავარი „ტურიზმის სეზონის“ დასრულებასთან ერთად, ჩვენ ველით, რომ Airbnb-ის ზოგიერთი მფლობელი გადაერთვება ტრადიციულ (გრძელვადიან) გაქირავებაზე, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ქონების მიწოდებას ბაზარზე“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up