ქლიავი – იაფი პროდუქტი, თუ შესაძლებლობა ქართველი ფერმერებისთვის

ქლიავი – იაფი პროდუქტი, თუ შესაძლებლობა ქართველი ფერმერებისთვის

access_time2021-08-17 20:00:18

საქართველოში ქლიავის რეალიზაცია უკვე დაიწყო, მაგრამ ძირითადი სეზონი აგვისტოს ბოლოს იწყება. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში ქლიავის ნარგავები მეტნაკლებად დაზარალდნენ გაზაფხულის ყინვების გამო, მოსავლის მოცულობის მკვეთრი შემცირება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ფერმერები გასულ სეზონთან შედარებით მაღალ ფასსაც არ ელოდებიან, თუ საექსპორტო მოთხოვნა არ გაიზრდება.


ქლიავი ქართველი კომერციული ფერმერებისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის, ეს კულტურა ძირითადად მცირე ფართობებზე მოჰყავთ და ძირითადი წარმოებისთვის სხვა ხილს არჩევენ. ქლიავის პოპულარული ჯიშებია „სტენლი“, „პრეზიდენტი“ და „იმპერატრიცა“, თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობით „სტენლი“ სარგებლობს. ამ ჯიშის ქლიავზე დაბალ ფასებს ფერმერები ხშირად უჩივიან და ამიტომაც არ აპირებენ დამატებით ინვესტირებას ამ კურკოვანი ხილის წარმოებაში. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც გათვლებს სწორედ ქლიავზე აკეთებენ.


„ტირიფონი გარდენსი“ ერთ–ერთი კომპანიაა, რომელმაც თავისი ბაღების უდიდეს ნაწილზე გააშენა ქლიავი. შიდა ქართლის რეგიონში კომპანიას 37 ჰა ფართობზე აქვს ხილი გაშენებული, საიდანაც 6 ჰა ქლიავს უკავია.  კომპანიის თანადამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი განმარტავს, რომ 2018 წელს ქლიავის გაშენების მოტივაცია წინა წლების მაღალი ფასები გახდა. თანაც ამ კულტურის მოშენება შედარებით ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს. შედარებისთვის, 1 ჰა ფართობზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გასაშენებლად იმდენივე დახარჯეს, რაც 6 ჰა ფართობზე ქლიავის დარგვაში. ქლიავის ექსპორტით ნაკლებად დაინტერესებას გოჯიაშვილი ქვეყანაში ამ კულტურის მსხვილი მწარმოებლების არარსებობით ხსნის. გასულ წელს კომპანიას 1 კგ ქლიავი 0,3 ლარად გაყიდა და ამაზე მაღალ ფასს არც მიმდინარე სეზონზე ელოდება.


თუმცა, არსებობს უფრო მეტი პოზიტიური მოლოდინების მქონე წარმოებაც. რომან ჩხენკელი 5 ჰა ფართობის ქლიავის ბაღს ფლობს კახეთში. აქ რამდენიმე ჯიშის ქლიავი იზრდება, მათ შორის ევროპული და იაპონური. კახეთში, ადგილობრივი კლიმატიდან გამომდინარე, ქლიავი უფრო ადრე მციფდება, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. ჩხენკელმა უკვე გაყიდა იაპონური ქლიავი და ახლა ევროპული ჯიშების მოსავლის აღებას შეუდგა. მისი თქმით, მიმდინარე წელს რუსეთში შეიძლება ქლიავზე მოთხოვნა გაიზარდოს. მან უკვე მიიღო ექსპორტიორების წინადადებებიც. ჩხენკელის აზრით, ხარისხიან ქლიავზე საექსპორტო ფასი წელს მაღალი იქნება.



ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერების გარდა არიან ისინიც, ვინც იაფიანი ქლიავით მაღალფასიანი პროდუქტის შექმნას გეგმავს. შოთა ბერიძის ოჯახი შიდა ქართლში 20 ჰა მიწის ფართობს ფლობს. ამ ბაღის მთავარი პროდუქტი არ არის ქლიავი, მაგრამ მფლობელი სერიოზულად უდგება ამ კულტურის მოშენებას. 2015 წელს, როდესაც ქლიავის ნერგები დაირგო, მფლობელი ახალი ხილის რეალიზაციაზე ფიქრობდა, მაგრამ პირველი მოსავლის გაყიდვისას მიხვდა, რომ პროდუქტი იაფია და არ არის მომგებიანი. ამის შემდეგ, 2020 წლიდან, ბერიძემ დისტილირებული ალკოჰოლური სასმელის წარმოება დაიწყო – ქლიავის არაყი.


ბერიძე აღნიშნავს, რომ მანამდე ბაზარზე არ არსებობდა ამ რაოდენობის ხარისხიანი ადგილობროივი წარმოების ქლიავის არაყი და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. მისი აზრით, პროდუქტს პოპულარობის პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.


EastFruit–ის მონიტორინგის თანახმად, გასულ კვირაში საქართველოში ქლიავის ფასები 0,8–დან 2,5 ლარამდე მერყეობდა. სპეციალისტების მოლოდინით, ფასები სექტემბრის დასაწყისში დავარდება.


EastFruit






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up