შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.