ორი თვითმფრინავი „A400M“, რომელიც 10 თვის წინ უკრაინაში გაემგზავრა ჰუმანიტარული დახმარებისა და თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით და საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო ბორისპოლის აეროპორტში დარჩა, თურქეთში დაბრუნდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას trt.net.tr ავრცელებს.
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი თვითმფრინავი, რომელიც საზოგადოებაში "ქოჯა იუსუფის" (დიდი იუსუფი) სახელით არის ცნობილი, ქალაქ კაისერში უსაფრთხოდ დაეშვა.