ორ ცხენს აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის.
ორივე პირუტყვი ცალ-ცალკე ლოტად იყიდება 6 აპრილს ჩანიშნულ აუქციონზე. თითოეული მათგანის საწყისი ღირებულება 800 ლარია. შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს. აღნიშნული ცხოველები ახალციხეში არიან.
როგორც აუქციონის პირობებშია აღნიშნული, ორივე ცხენი ზრდასრულია და ულაყი (მამალი ცხენი). ერთ-ერთი მათგანი ნაცრისფერი, მეორე კი მოწითალო შეფერილობის.