ქსელური ბრენდის განვითარებას ეფექტური ბიზნეს მოდელის შექმნა სჭირდება - გივი ორდენიძე

ქსელური ბრენდის განვითარებას ეფექტური ბიზნეს მოდელის შექმნა სჭირდება - გივი ორდენიძე

access_time2022-01-06 14:40:00

Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს თუ რატომაა ბაზარი გაჯერებული უფრო მეტად უცხოური სწრაფი კვების ბრენდებით, ვიდრე ქართულით.


მისი ინფორმაციით, ქსელური ბრენდის განვითარებას ძალიან დახვეწილი, მოქნილი და კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელის შექმნა სჭირდება.


როგორც ოდენიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ქსელში ხარისხი ყველგან ერთნაირი იყოს, ოპერაციები ხდებოდეს ყველგან ერთი სტანდარტით და რაც მთავარია - ამ საოპერაციო სტანდარტების და ხარისხის ეფექტური კონტროლი ხდებოდეს.


„ქართული ბრენდების განვითარებაში ორი პრობლემაა-დიდ ბრენდებს ისეთი ბიზნეს მოდელი აქვთ ჩამოყალიბებული, რომ საოპერაციო სტანდარტების და ხარისხის კონტროლი ხდება საკმაოდ ეფექტურად და დადგენილი წესებით. ქართული ბრენდები კი ამას ხშირად ვერ ახერხებენ.



ალბათ შეგიმჩნევიათ, როდესაც ერთი ობიექტი გაიხსნება, ხარისხი უმაღლესია, თუმცა, უკვე მეხუთე და მეექვსე ფილიალზე ხარისხს და საოპერაციო სტანდარტებს ვეღარ აკონტროლებენ. ამ დროს მფლობელმა ან უნდა შექმნას ისეთი მენეჯმენტის სისტემა და ბიზნეს მოდელი, სადაც ყველაფერ ამის კონტროლი ეფექტურად და გრძელვადიანად მოხდება.


სამწუხაროდ,საქართველოში ეფექტური ბიზნეს მოდელი და მენეჯმენტი ვერ იქმნება, ამის ტრადიცია და გამოცდილება ამერიკაში მაგალითად ძალიან დიდია. ჩვენთან არ არის ტრადიცია, თუმცა, არის წარმატებული მაგალითებიც. ზოგიერთმა მოახერხა კიდეც შეექმნა ისეთი ბიზნეს მოდელი და მენეჯმენტის სტრუქტურა, რომ ექსპორტზეც გასულიყო“-აცხადებს ორდენიძე.


საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალითაა (6-თბილისი, 2 -ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.


„Subway-ს ექსკლუზივი გახსნაზე არავის არ აქვს, სწორედ ეს გამოარჩევს ბრენდს სხვა ბრენდებისგან. ლიცენზიის აღება კონკრეტული რესტორნის გასახსნელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენ და გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს,“-აცხადებს ორდენიძე.


business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up