ქსელური მარკეტების მოთხოვნები და კაბალური პირობები - რა იწვევს დახლებზე პროდუქტის დამატებით გაძვირებას

ქსელური მარკეტების მოთხოვნები და კაბალური პირობები - რა იწვევს დახლებზე პროდუქტის დამატებით გაძვირებას

access_time2021-12-28 20:00:00

„ნებისმიერ წელს, ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, კაბალური პირობები და ახალი მოთხოვნები იწვევს ფასებზე გავლენას“,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“განაცხადა.



მისი თქმით, გარდა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებისა, კერძოდ, საწვავის, ნედლეული გაძვირებისა, ასევე ქვეყანაში ლარის გაუფასურებისა, არსებობს სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული თამაშის წესები, რომელიც ფასებზე გავლენას ახდენს.



„წლიდან წლამდე, ყოველი ახალი კონტრაქტის გაფორმებისას, ნებისმიერი ქსელური სუპერმარკეტი ცდილობს, პირობა გაიუმჯობესოს. ანუ, ეს რას ნიშნავს, თუ შენ ერთ სუპერმარკეტში შესვლის გადასახადს მიხდიდი 500 ლარს, ახლა უნდა გადამიხადო - 700, რომ მაძლევდი რეტრო ბონუსს - 15-ს, უნდა მომცე 20. იძულებული ხარ გაჰყვე. რომ გაჰყვეს, ეს ნიშნავს, რომ გარდა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილების, გარდა საწვავის ფასისა და ა.შ დამატებით უნდა განსაზღვრო და ჩადო ფინანსური რესურსი“,-განაცხადა ივა ჭყონიამ.



მისი თქმით, საკითხზე აქტიური მუშაობა დაწყებულია, ჩართულია რითეილ ასოციაციაც და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ფასების მაღალი ცვალებადობა არ იყოს და რაც მთავარია, დახლების 30-35% მაინც, ადგილობრივმა წარმოებამ დაიკავოს.




„ბოლო პერიოდში ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი დავიწყეთ რითეილ ასოციაციასთან, რომელიც თუ არ ვცდები, სულ ერი წელია, რაც შეიქმნა. საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები და მომავალში, ჩვენც აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ფასების მაღალი ცვალებადობა არ იყოს და განსაკუთრებით მინდა, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს და ფერმერებს. იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც სოფლად მოჰყავთ პროდუქცია, თუმცა არც კი მიუწვდებათ ხელი, რომ მიაწოდონ და რიგ შემთხვევაში, არაერთ პრობლემა ჰქონიათ, იგივე თანხების ამოღებასთან დაკავშირებით.



მონოპოლისტი, როგორც ასეთი, არცერთი ქსელური მოთამაშე არ არის, 40%-ზე მეტს უნდა ფლობდეს ამისთვის. შეთანხმებულ წესებსაც ვერ ვიტყვი, უბრალოდ, როდესაც ერთი მოთამაშე, ერთი მონსტრი შემოვიდა ბაზარზე და დისტრიბუტორებთან ურთიერთობა რაღაც ისეთი თამაშის პირობებით დაიწყო, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან არასწორი იყო ( ჩვენი დანაშაულიც არის), მას გაუვიდა. სხვა დანარჩენებმაც დაინახე, ძალას იკრებენ და რაც უფრო მეტად მსხვილდებიან, მით უფრო მეტად ეხსნებათ მადა.



ნებისმიერ წელს, ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, კაბალური პირობები და ახალი მოთხოვნები იწვევს ფასებზე გავლენას.



ამასთან დაკავშირებით, მომავალ წელს ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ აქტიურად, რომ ქართველი მწარმოებლები და ფერმერები წინა პლანზე დავაყენოთ. საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან, ასე თუ ისე გარკვეული რესურსი აქვთ და ამ რესურსის ხარჯზე ფასებს შედარებით სტაბილურად ინარჩუნებენ, მაგრამ ძალიან უჭირთ ქართველ მწარმოებლებს.



ამიტომ, აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მინიმუმ დახლების 30-35% მაინც ქართველ მწარმოებლებს დავუთმოთ და ადგილობრივი მწარმოებლები გავაძლიეროთ“,- განაცხადა ივა ჭყონიამ.



bpn.ge




თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up