ქურდობაში ბრალდებულ ქართველ არტისტს სოლიდარობას მხატვრები და მწერლები უცხადებენ

ქურდობაში ბრალდებულ ქართველ არტისტს სოლიდარობას მხატვრები და მწერლები უცხადებენ

access_time2023-02-12 10:31:31

ქართველი არტისტის სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ქურდობის მუხლით საქმის წარმოება დაიწყეს. ხელოვანმა ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე „ავტოპორტრეტი სარკესთან“ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და  მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

 

ფაქტს საზოგადოების დიდი ნაწილი უსამართლოდ მიიჩნევს. სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად ჯერ ხელოვანები გაერთიანდნენ. ისინი შსს-ს მიმართავენ, რომ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ და მხარი დაუჭირონ საკითხის გარკვევას მოლაპარაკების ფორმატში ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის. ხელმოწერები „დედიკას გალერეასა“ (ივანე თარხნიშვილის 25) გროვდება.

 

გუშინ საღამოს საქართველოს პენცენტრმა გაავრცელა განცხადება. ქართველი მწერლები შინაგან საქმეთა მინისტრისგან სანდრო სულაბერიძის შეწყალებას კი არა, მის მიმართ ყველა სახის - სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვენ.

 

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

 

საქართველოს პენცენტრი გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო. პენცენტრისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხრიდან ამ საკითხზე  გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მიმართ გატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა  სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან.


 

რეპრესიული თავდასხმა სანდრო სულაბერიძის მიმართ მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრის დასჯას, არამედ სხვა ქართველი ხელოვანების დაშინებას და მათი თავისუფალი ნების ყოველგვარი გამოვლინების გატეხას.

 

მხატვრის წინააღმდეგ, მისი ნამუშევრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასევე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თავისი არსით არის პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა  და ფასეულობებით. 

 

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრი არაკომპეტენტურია და ის მიზანმიმართულად ანგრევს ხელოვანების, მეცნიერების, კულტურის მენეჯერების და ზოგადად, კულტურის ქომაგების მიერ ათწლეულობით გაწეული  შრომის შედეგად შექმნილ ინსტიტუციებს; აზიანებს შემოქმედებით პროცესებს და განგებ ცდილობს საქართველოს მოქცევას კულტურულ იზოლაციაში, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან სანდრო სულაბერიძის შეწყალებას, არამედ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით.

 

ამავდროულად, საქართველოს პენცენტრი მოითხოვს,  კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ გაუგონარი პუტინისტური გამოხდომის გამო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისგან დაუცველობის გამო, მუზეუმებიდან კომპეტენტური მეცნიერებისა და თანამშრომლების უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით უტყუარადაა დადასტურებული, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, სხვა ქართველ სახელოვნებო ჯგუფებთან ერთად, გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას ამ მიზნის მისაღწევად.

 

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ - ნათქვამია პენცეტრის განცხადებაში, რომელსაც 70-ზე მეტი მწერალი აწერს ხელს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up