ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა — ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ცაში თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ქუთაისიდან პარიზში გაფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა შეიტყო, რომ აფრენის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა.
ქუთაისიდან თვითმფრინავიი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით 19:05 საათზე დაჯდა - მთელი ამ დროის განმავლობაში ავია ხომალდი საქართველოს ცაში დაფრინავდა.
პარიზის მიმართულებით რეისი 21:30 საათზე გაფრინდება, ქუთაისის აეროპორტში მუშაობს პოლიცია.