აეროპორტების გაერთიანება – ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს

აეროპორტების გაერთიანება – ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს

access_time2022-08-26 15:00:00

სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.


კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200 მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან აფრინდა, დანიშნულების ადგილი კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე პროექტის მონაწილეებისათვის უცნობი იყო. 600 მდე მსურველიდან ავიაკომპანიამ 200 მგზავრი შეარჩია, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან. ისინი რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრენიან.


პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა - საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს - ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის შედეგად ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით აბუ დაბიდან რეისებზე სიხშირეების გაზრდას ვარაუდობს. რაც ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.


,, საქართველო, კონკრეტულად იმერეთის რეგიონი მსგავს მასშტაბურ პროექტს პირველად მასპინძლობს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე იმერეთის რეგიონისთვის წარმოჩინდეს ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე. საქართველოში პროექტის განხორციელების ინიციატივა - საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს - ავიაკომპანია Wizz Air-ს და მის შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. რისთვისაც მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომ 50 ზე მეტი მიმართულებიდან, სადაც ისინი დაფრინავენ, ამ პროექტისთვის სწორედ ქუთაისი შეარჩია. სპეციალური ჩარტერით აბუდაბიდან ჩვენს აეროპორტში 200 მდე ბლოგერი და ინფლუენსერი ჩამოფრინდა, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად მოვიცვათ ახლო აღმოსავლეთის ბაზარი, რაც სრულიად ახალი მიმართულებაა ქუთაისისთვის და იმერეთის რეგიონისთვის,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა ბარამიძემ.


ამ ეტაპზე, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 4 სიხშირით სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა 2021 წლის დეკემბრიდან გახდა შესაძლებელი.




თეგები:
ქუთაისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up