ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის ქალაქ ატირაუში დღეს დაგეგმილი ავიარეისი ხვალ, 12:00 საათზე შესრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, დაგეგმილი ავიარეისების გადადება ყაზახეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოხდა.
მათივე თქმით, ავიაკომპანიებს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გრძელდება.
ipn.ge