„ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 25 მაისს გაიხსნება, ბათუმის აეროპორტში კი 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“ - მინისტრის მოადგილე

„ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 25 მაისს გაიხსნება, ბათუმის აეროპორტში კი 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“ - მინისტრის მოადგილე

access_time2021-05-01 10:00:56

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანგარიში წარადგინა. მთავრობის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს. გურამიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების განვითარება.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნა 25 მაისისთვის იგეგმება. როგორც გურამიშვილმა განმარტა, ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. რაც შეეხება ბათუმს მისი თქმით, ბათუმის აეროპორტს მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება შეეძლება.


„ბათუმის აეროპორტის გაფართოება 2 კვირის წინ დასრულდა და 70 მლნ დოლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შეგვიძლია, ბათუმში მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება ტურისტული სეზონის ამოქმედებისთანავე. იმედია, კოვიდის ფაქტორის გავლენა რაც შეიძლება მალე გაივლის და ჩვენ შეგვეძლება ამით ვისარგებლოთ. ქუთაისის აეროპორტის გაფართოვებას რაც შეეხება დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 მაისისთვის ჩვენ ვიქნებით მზად ახალი ტერმინალი გავხსნათ. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის წინ, 2019 წელში მაქსიმალური იყო ამ აეროპორტზე დატვირთვა ტურისტების. ასევე, ბაზირებული იყო „ვიზეარის“ ორი თვითმფრინავი, კერძო კომპანიებსაც ჰქონდათ დიდი ინტერესი. ტურისტული კუთხით არამხოლოდ საქართველოში შემომავალი, ასევე, ქართველებს შეეძლოთ ევროპის ბევრი მიმართულებით სარგებლობა ამ აეროპორტით. ამ პანდემიის შემდეგ, ჩვენ ამ მიმართულებითაც ქუთაისშიც მზად ვიქნებით“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.



გარდა ამისა, გურამ გურამიშვილმა ყურადღება იმ ორმხრივ ხელშეკრულებებზე გაამახვილა, რომელიც სფეროების მიხედვით საქართველოს გააჩნია.


„სამოქალაქო ავიაცია - ორმხრივი შეთანხმება გვაქვს 39 ქვეყანასთან და უახლოეს ხანში იგეგმება 15 ქვეყანასთან შეთანხმების გაფორმებას, რაც გულისხმობს თავისუფალ ცას, ჩიკაგოს კონვენციის პირობების გავრცელებას, გულისხმობს ურთიერთგამოყენებას ამ თავისუფალ ცის და თავისუფალ დაშვებას ყველა იმ ინფრასტრუქტურაზე რომელიც იყოს გაზიარებული და ხელს უწყობს განვითარებას საავიაციო მიმოსვლის“,  თქვა გურამიშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up