ქუთაისის აეროპორტის პარკინგის მოსაწყობად 3.5 მილიონიანი ტენდერი ცხადდება

ქუთაისის აეროპორტის პარკინგის მოსაწყობად 3.5 მილიონიანი ტენდერი ცხადდება

access_time2023-03-10 14:43:36

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის აეროპორტის პარკინგის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

 

ტენდერში წინადადებების მიღება 9 მარტს დაიწყო და 14 მარტს (14:00 საათზე) დასრულდება.

 

ტენდერის მიხედვით, კანდიდატს შემდეგი სამუშაო ექნება შესასრულებელი:

 

ახალი პარკინგი, რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას.

 

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა:


 

- ასფალტის საფარი - არანაკლებ 10 წელი;

- მსუბუქი კონსტრუქციები - არანაკლებ 5 წელი;

- ელექტრო კაბელები და ელ მოწყობილობა ყველა სახის - არანაკლებ 2 წელი;

- სუსტი დენები - არანაკლებ 2 წელი;

- მარკირება - არანაკლებ 2 წელი;

- სანიაღვრე -არანაკლებ 5 წელი;

- სანათები - არანაკლებ 2 წელი.

 

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გახსნის დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანკლებ 5 საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტი, თითოეული არანაკლებ 15000 კვ.მ ფართის;

- პრეტენდენტს 2018 წლიდან  ტენდერის გახსნის დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო მომსახურება, აქედან ერთ-ერთი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 500 ადგილიანი ავტოსადგომის პროექტირებას;

- პრეტენდენტის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა 2018 წლიდან წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე პერიოდში უნდა შეადგენდეს ჯამურად არანაკლებ 61 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up