ქუთაისის აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდება

ქუთაისის აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდება

access_time2023-03-16 15:30:10

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. გამოფენაზე მოლაპარაკებები აეროპორტების ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და სიახლეების დანერგვაზე მიმდინარეობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კონკრეტული შეთავაზებების მიღება უკვე შეძლო.


,,ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის და უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ. რამდენიმე კომპანიას, რომელსაც გამოფენაზე შევხვდით, უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ქუთაისის აეროპორტის საჭიროებებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


მისი თქმით, მოგზაურობის წესი ყოველთვის ვითარდება და სულ უფრო ციფრული ხდება. ის პროცედურები, კი რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, მგზავრისთვის ყოველთვის სტრესს უკავშირდება



,,ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა - ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს.

ჩვენ ვცდილობთ, რომ საჭირო პროცედურები  მგზავრებს, რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ. გეგმაში გვაქვს საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ,“ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა PASSENGER TERMINAL EXPO დღეს სრულდება. 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის. Passenger Terminal Expo-ს ფარგლებში გუშინ Skytrex-ის 2022 წლის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდნენ.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up