ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტი 2,9 მილიონი  ლარით აფინანსებს

ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტი 2,9 მილიონი ლარით აფინანსებს

access_time2021-10-23 11:21:41

„ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 67 სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 სკოლა უკვე დასრულებულია და წლის ბოლო, სულ, 60 სკოლა იქნება დასრულებული. მომდევნო სექტემბრისთვის კი, უკვე დარჩენილი 7 სკოლაც იქნება აშენებული. ასევე, მაღალი ჩართულობაა სარეაბილიტაციო სკოლებთან მიმართებაში. მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, საიდანაც წლის ბოლოსთვის 50 სკოლა დასრულდება, დარჩენილი სკოლების რეაბილიტაციას კი, შემდეგ წელს დავასრულებთ,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუსაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ქუთაისის  მე-14 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტი 2,9 მილიონი  ლარით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

750-მე მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორიაც. შენობაში დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.

ქუთაისის მე-14 სკოლა გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი რეაბილიტაცია შენობის აუთენტურობის დაცვით  მოხდება. თუმცა, ამავდროულად გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფუნქციური ელემენტის და საინჟინრო ქსელების მოწყობა - გათბობის, ვენტილაციის, ხანძარქრობის სისტემა. ეს სკოლაც, ისევე როგორც ყველა სხვა სკოლა იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. სამუშაოები ითვალისწინებს სპორტული ინფრასტრუქტურის როგორც რეაბილიტაციას, ისე ახალი დახურული და ღია ტიპის სათამაშო მოედნების მოწყობას. ყველა ჩვენს მიერ აშენებული და რეაბილიტირებული სკოლა არის ჩვენი ბავშვებისთვის ქმნის საუკეთესო განვითარების და ღირსეული სწავლის პირობებს. სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუსაოები 2022 წელს დასრულდება. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up