დღეიდან, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ,,იუნიქის“ შემდეგ, მედდიაგნოსტიკის კოვიდ ტესტირების პუნქტი ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრს სამი სახის Covid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19 ის PCR ტესტ, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს გზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე, ტარდება: Covid -19 ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში) ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19 ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში) ფასია -120 ლარი. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19 ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით - 30 ლარი ღირს.
რაც შეეხება ,,იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება იუნიქში - 40 ლარი; PCR ტესტი - 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს.