ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში პირველი Walk-through კონცეფციის Duty free გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში პირველი Walk-through კონცეფციის Duty free გაიხსნა

access_time2022-12-28 20:15:07

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საქართველოსთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (Duty free) გაიხსნა. საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში მოეწყო და დღეიდან მგზავრებს სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ATU Duty Free-მ მოაწყო, რომელმაც საკმაოდ კონკურენტულ აუქციონში გაიმარჯვა. DUTY FREE-ს გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა თამარ არჩუაძემ და კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო. ATU Duty Free-ს მხრიდან, რომელიც TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ არის დაფუძნებული და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანიაა, ღონისძიებაში სტრატეგიული მიმართულებების დირექტორი აჰმეთ ქოთეჰნე და კომპანიის თოფ მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



„მოხარულები ვართ, რომ ATU Duty Free-თან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free, რომელიც თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით. სივრცე დაყოფილია ორ ნაწილად: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ ATU DUTY FREE-თან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი“- განაცხადა თამარ არჩუაძემ.



ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 1 მილიონ ევროს შეადგენს.




აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.



ქართულ კუთხეში კვების კატეგორიაში ამ ეტაპზე 10 ქართული ბრენდი, 16 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინო, 6 სახეობის ქართული ყველი, სუვენირები, ჩურჩხელები, ტურისტული თემატიკა და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი. პერიოდულად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის DUTY FREE-ში სხვადასხვა ქართული კომპანიები მგზავრებისთვის ღვინის დეგუსტაციას მოაწყობენ და ქართული პროდუქციის მრავალფეროვნებაზე მუშაობა ოპერატორი კომპანიის მხრიდან გაგრძელდება.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free-ს პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია: სასმელები, თამბაქო, ტკბილეული, პარფიუმერია და კოსმეტიკა. ლუქს ბრენდებიდან მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Chanel, Tom Ford , DIOR, აქსესუარებიდან კი Rayban. ქუთაისის აეროპორტის Duty Free-ში შესაძლებელია ისეთი მსოფლიო საბავშვო ბრენდების პროდუქციის შეძენაც, როგორიცაა: Barbie, LEGO, Maisto და Hotwheels.



ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში. მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up