საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე, (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გუშინ ღამიდან ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო.