"ქუთაისქალაქობის" აღნიშვნა წელს 251 950 ლარი დაჯდება

access_time2023-04-08 15:00:04

ქუთაისის მერია 2023 წელს ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნაში 251 950 ლარს დახარჯავს - ამ თანხის მეხუთედი სტუმრების კვებისთვისაა განკუთვნილი.


„ქუთაისქალაქობა 2023“-ის აღნიშვნა დაიწყება ბაგრატის ტაძარში, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დალოცავს ქუთაისს. ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქისა და მხარის პირველი პირები. ქალაქისა და მხარის პირველი პირები პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ სამი ოთარის ძეგლს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხდება დიპლომატიური კორპუსის მიღება, სადაც გიმნაზიელი გოგონები გვირილების გულსაბნევებს დაამაგრებენ სტუმრებს“, - ასეთია ამ დღის სტუმრებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს სისტემაში.



„ქუთაისქალაქობა“ 2 და 3 მაისს ცენტრალურ ბულვარში, განახლებულ ფალიაშვილის ქუჩასა და ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიმართება.



2 მაისს დაგეგმილია საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება ქუთაისის დრამატულ თეატრში, სადაც ასევე კონცერტს გამართავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტში „ქართველი კომპოზიტორების კინომუსიკა“ მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, დათო ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე, გედი ჯინჭარაძე, ნატა კახიძე.


„ქუთაისქალაქობა“ დასრულდება გალა-კონცერტით ცენტრალურ მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ბიგ-ბენდი, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, თემო საჯაია, ზაურ ბოლქვაძე. კონცერტს გაუძღვებიან მანიკა ასათიანი და ზურა გორგაძე.


შესყიდვების საიტზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაცია არ მოიცავს შემსრულებლების ჰონორარების შესახებ მონაცემებს - სავარაუდოდ, ეს თანხა მოგვიანებით დაემატება „ქუთაისქალაქობის“ ბიუჯეტს.


radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up