რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ოთარ ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების 100-მდე მედმუშაკი მოითხოვს მათი ხელფასების გაზრდას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას.
კლინიკაში დასაქმებულ ექთნებს, ექიმებს, სანიტრებსა და სხვა მედმუშაკებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ: 1. არ ხდებოდეს ხელფასების დაგვიანება (მათი თქმით, ზოგ თანამშრომელს იანვრის ხელფასი დღემდე არ აუღია); 2. არ შეამცირონ კადრები; 3. გადაიხედოს ექთნების, სანიტრებისა და დამხმარეების ხელფასები; 4. დასაქმებულებთან გაფორმდეთ შრომითი ხელშეკრულებები, რადგან უმრავლესობა ხელშეკრულების გარეშე მუშაობს.