ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებაზე ინვესტორთან მოლაპარაკება განახლდა

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებაზე ინვესტორთან მოლაპარაკება განახლდა

access_time2021-10-23 16:00:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებისთვის საჭირო ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია.

როგორც ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა ქუთაისელებისთვის, დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. ახლა მე მინდა ქუთაისელებს ვაცნობო, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ და დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან. ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია უკვე ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ. მე როგორც პრემიერ-მინისტრი, აქტიურად ვიმუშავებ თითოეულ მერთან, მექნება მათთან მჭიდრო ურთიერთობა, გვექნება ძალიან კარგი კოორდინაცია იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტები განვახორციელოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას AIGROUP ახორციელებდა. კომპლექსი100 ჰექტარ ფართობზე განთავსდა. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 300 ადგილობრივის დასაქმება იგეგმებოდა, ხოლო საწარმოს წარმადობა 5 000 ელექტრომობილზე იყო დაგეგმილი. პროექტი ხორციელდებოდა მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით. გეგმის მიხედვით, 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოს პირველი ქართული ელექტრომობილი უნდა ეხილა.



აქამდე არსებული პროექტით, სრული დატვირთვის პირობებში, ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვების პოტენციალი აქვს. ეს კი 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.პროექტის დასაწყისში საწარმოში 4 მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 

ქართული ელექტრომობილი გათვლილია  როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და აზიის ბაზარზე დასაექსპორტებლად.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up