ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და ტყიბულში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და ტყიბულში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

access_time2022-02-27 19:09:53

მეოთხე დღეა ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები და აქტივისტები თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც მერიასთან მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

დიდება უკრაინას, დიდება მოძმე ხალხს!- ამ სლოგანით გაიმართა სოლიდარობის აქცია დღეს ფოთშიც.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ და დაგმეს რუსული აგრესია.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. აქციაზე უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა.

,,ეს არის მხარდაჭერა და სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისადმი, უკრაინელი გმირებისადმი. დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც უკრაინაში იბრძვის, გარდა უკრაინელებისა სხვა ეროვნების ადამიანები იბრძვიან დიდება მათ, დიდება და გამარჯვება უკრაინას, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა ბერაიამ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა ზუგდიდშიც, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე.


აქცია ახალგაზრდების ორგანიზებულია და მას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიის წევრები შეუერთდნენ.

ისინი უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და ომის შეწყვეტას მოითხოვენ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია, დღეს ჩხოროწყუსა და მარტვილშიც გაიმართა. მსგავსი აქციები ზუგდიდში წინა დღეებშიც ჩატარდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართა ტყიბულშიც. 

მოქალაქეებმა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინა ახლა განსაცდელშია და საქართველოს მეგობარი ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადება მნიშვნელოვანია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up