ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზი აფეთქდა, დაშავებულია რამდენიმე თანამშრომელი. დანგრეულია შენობის ნაწილი. ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრა ეგონათ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც მომხდარის დეტალებს სწავლობენ.
ფოტო: მთავარი არხი