თავდასხმა  „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე  - განახლებები

თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე - განახლებები

access_time2022-09-20 18:55:53

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.

 

როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებს თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.

 

„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რომლის იქითაც არ გვიშვებენ, - აღნიშნავს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს. 


ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ  ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა. თვითმხილველების თქმით, გამაფრთხილებელი გასროლა ბანკში შეჭრიდან მალევე განხორციელდა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.



12:02  შსს-ს განცხადება 


შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.


პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.


ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.


შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“,  აცხადებენ შსს-ში.  სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია 13:24 საათზე გაავრცელა. 

 


13:56  თავდამსხმელი ახალ მოთხოვნებს ასახელებს 


ფეისბუქის კიდევ ერთ ლაივვიდეოში, რომელიც ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის მიერ მძევლად აყვანილმა ადამიანმა ადგილიდან ჩართო, თავდამსხმელი ახალ მოთხოვნებს ასახელებს - 2 მლნ დოლარის გარდა, მას ვერტმფრენის, რუსეთის დროშის და ანკესის მიღება სურს. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 12 პირი. სავარაუდოდ, მას აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობებიც

ბანკის შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სახანძრო მანქანები. 


16: 20   3-საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - რა ხდება საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში


ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება უკვე სამ საათზე მეტია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, მძევლად რჩება 12 ადამიანი და მათ უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიდეოკადრებში ჩანს კარზე დამონტაჟებული მოწყობილობები, რომელიც, თავდამსხმელის განმარტებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებია და კარის გაღების შემთხვევაში მათ მოქმედებაში მოიყვანს.



17:09 ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა


ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

ვახტანგ გომელაური უკვე საქართველოს ბანკის შენობასთან იმყოფება.



17:55   საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა


რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.



18:30  თავდამსხმელმა პირობები შეცვალა 


ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ შენობიდან სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ცოტა ხნის წინ მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც იმის რომ თავდამსხმელმა თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა და ის 2 მილიონის  ნაცვლად 1, 5 მილიონ  დოლარს ითხოვს, მძევალთან ხაზზეა სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელისგან გარკვეულ დროს ითხოვს.


18:05  პოლიციამ სავარაუდოდ თავდამსხმელის ვინაობა იცის 


სავარაუდოდ, პოლიციამ იცის, ვინ არის თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და ორი მილიონი დოლარი მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ.


თავდამსხმელი მძევლების საშუალებით კომუნიკაციას სამართალდამცავებთან მუდმივად ახერხებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც მძევლის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა, ისმოდა სამართალდამცავისა და თავდამსხმელის დიალოგი.

თავდამსხმელი: არ გაწიროთ ეს ხალხი, მე მითქვია.

სამართალდამცავი: დათო, არ მესმის შენი ხმა.

მძევალი: არ გაწიროთო ეს ხალხი.

სამართალდამცავი: არა, არა, დავით. შენ არ გაწირო, წყნარად იყავით და მშვიდად იყავით.



20:05    შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია


ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან.

„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი““, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up