ქუთაისში

ქუთაისში "სილიკონ ველის" მსგავსი ტექნოპარკი მოეწყობა - პრემიერი

access_time2022-04-30 15:02:37

აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ; ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან.

„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად შემოედინებიან IT-სპეციალისტები, ექსპერტები, ამ კომპანიებში დასაქმებული უამრავი ახალგაზრდა, ათასობით ადამიანი, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ და ემსახურებიან მთელს გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის" მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ", - აღნიშნა პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up