ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

access_time2023-01-12 17:05:23

„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. ქუთაისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. 

 

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის  პროდუქციაა წარმოდგენილი. 

 

იორგი იაკობიძე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორი: „თეგეტამოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხი, სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რასაც, ერთი მხრივ, ქსელის გაფართოებით, მერე მხრივ კი თანამედროვე, დისტანციური სერვისებით უზრუნველვყოფთ. ღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.



ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ რეზერვაციითაც ისარგებლებს.


ფილიალში შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:

 

  • ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა
  • ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
  • საბურავების სერვისი
  • ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა
  • აკუმულატორების შეცვლა
  • ნათურების შეცვლა და ფარების გასწორება
  • კონდიცირების სისტემის დატუმბვა

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში, წარმოდგენილი იქნება  Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ზეთები, ანტიფრიზები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და ავტომობილისათვის საჭირო პროდუქტები.

 

„თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან  18:30-ამდე, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს.  

 

--

 

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up