Bloomberg-ის ცნობით, ქუვეითი 2023 წელს ევროპაში დიზელის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას გეგმავს. ქვეყანა აპირებს ჩაანაცვლოს შემცირებული ნაკადები რუსეთიდან.
ქვეყანა აპირებს 2,5 მილიონ ტონამდე, ანუ დღეში დაახლოებით 50 000 ბარელი გაყიდოს ევროპაში, ამასთანავე, როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ქუვეიტი იმედოვნებს, რომ გააორმაგებს თვითმფრინავის საწვავის გაყიდვებს, დაახლოებით 5 მილიონ ტონამდე დღეში.
ევროკავშირს შესაძლოა საწვავის დეფიციტი 5 თებერვლის შემდეგ შეექმნას, რაც რუსეთიდან ნავთობპროდუქტებზე ემბარგო ამოქმედდება. Bank of America-ს მონაცემებით, დიზელის ფასი 2023 წლის პირველ კვარტალში შეიძლება გაიზარდოს 200 აშშ დოლარამდე ბარელზე.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის სხვა მწარმოებლები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, 2023 წელს ასევე გეგმავენ საწვავის ექსპორტის გაზრდას ევროპაში.