ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

access_time2022-02-04 13:40:00

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს და პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ხაინდრავას შეხვდა.

ამასთან, სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე განხილვისას მხარეებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მზის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევები განიხილეს.

„მხარის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის აუცილებლობაზე, თუმცა, მისივე განმარტებით, უმნიშნელოვანესია პროექტების განხორციელების პროცესში მოსახლეობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.


აღსანიშნავია, რომ 100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია „მასდარის“, ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ. დოლარია, გათვალისწინებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

bpn.ge

თეგები:
ინვესტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up