ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სოფელ წკერეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სოფელ წკერეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა

access_time2022-11-03 13:53:44

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, ხეობაში არსებულ სოფლებში კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოც ხორციელდება.


მშენებლობის პროცესში, სოფელ წკერეში დაიწყო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. მიმდინარე წლის სექტემბერში, მობილიზაციისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად, კონტრაქტორმა წკერეში იქირავა საცხოვრებელი სახლი. სოფელი არ იყო უზრუნველყოფილი გამართული საკანალიზაციო სისტემით. სოფლის ნარჩენი წყლები, სადრენაჟე წყალთან ერთად, შუაში გამავალი არხის საშუალებით, პირდაპირი გზით ჩაედინებოდა მდინარე ხადისწყალში.


პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების თანახმად, აუცილებელი იყო ნარჩენი წყლების სათანადო მართვა და განკარგვა. შესაბამისად, კონტრაქტორმა კომპანიამ ნარჩენი და სადრენაჟე წყლები მოაქცია გოფრირებულ მილში და დაუკავშირა სოფლის ბოლოს აშენებულ სეპტიკურ ავზს. გარდა სეპტიკური ავზისა, დამატებით მოწყობილია 2 საკანალიზაციო ჭა, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენი წყლების ფილტრაციასა და გაწმენდას.



ამ საკითხის  მოგვარების პროცესში, წკერეს მოსახლეობამ, თხოვნით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დახმარებოდა საკანალიზაციო და სადრენაჟე წყლების განცალკევებაში და, გარდა საკანალიზაციო არხისა, მოწყობილიყო სოფლის ცენტრალური  სადრენაჟე არხიც. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და დეტალური პროექტი მომზადების პროცესშია. პროექტი საჯაროდ განიხილება და შეთანხმდება სოფლის მოსახლეობასთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია აღდგება და მოხდება მისი რეკულტივაციაც.


ქვეშეთი-კობის ახალი გზა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში ჩაბარდება. რეგიონში უპრეცედენტო სიდიდის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, პროექტის ფარგლებში შენდება ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up