„ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელსაც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა საქართველოში. მისი რეგისტრაციით, აღიარებულ იქნა ქვევრის განსაკუთრებული კავშირი ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და იდენტობასთან. ამის შესახებ "საქპატენტი" აცხადებს. უწყების განმარტებით, ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ხაზგასმას, რომ საქართველოს მეღვინეობასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს და ქართული ღვინის დაყენების უნიკალურობა სწორედ ქვევრთან ასოცირდება.
გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის oriGIn-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია “Qvevri”: first non-agricultural GI of Georgia“, რომელშიც "საქპატენტის" სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების პირველი სამმართველოს უფროსი, მედეა ჭიჭინაძე, მოგითხრობთ ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მნიშვნელობაზე.