„ქვეყანა არის სრულ ტურბულენტურ მდგომარეობაში“ - როგორ უნდა შემცირდეს ინფლაცია

„ქვეყანა არის სრულ ტურბულენტურ მდგომარეობაში“ - როგორ უნდა შემცირდეს ინფლაცია

access_time2021-12-30 18:00:00

„ქვეყანა არის სრულ ტურბულენტურ მდგომარეობაში, როგორც სავალუტო მოცემულობით, ისე ეკონომიკური პარამეტრებით და პოლიტიკური გარემოთი, - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, 6 თვეში ან 1 წელში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირება, წარმოუდგენელია, თუმცა ეტაპობრივად და სწორი ნაბიჯებით ამის მიღწევა შესაძლებელია.


„ვინც იმას ამბობს, რომ ინფლაციას დაამარცხებს 6 თვეში ან ერთ წელში, უბრალოდ უვიცია, პირდაპირ შემიძლია ამის თქმა. როგორი ტემპითაც ინფლაცია იზრდება, იგივე ტემპით უნდა მოხდეს მისი დაგდება. უხეშად რომ ავიღოთ, საშუალო პარამეტრებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, წელიწადში მინიმუმ 3 მლრდ ვალუტის ინვესტირებაა საჭირო, რომ ეს სწორად „აიზელოს“ ეკონომიკას და მივიღოთ შედეგი, ინფლაცია წამოვიყვანოთ მინუსში. ამას ვაკეთებთ როგორ, პირველი, უპირობო პირობა, საგადასახადო და საინვესტიციო გარემო. დღეს ქვეყანაში ეს არ გვაქვს იმიტომ, რომ გვაქვს ნამახვანჰესის ქეისი, გემბლინგის ქეისი, ანუ რომლის შედეგადაც ძალიან ცუდი მესიჯი გავუშვით საქართველოდან, რომ აქ მსხვილი ინვესტიციის ჩადება დამოკიდებულია პოლიტიკურ ნიავზე.



მეორე, ეს არის საგადასახადო პოლიტიკა, მესამე სავალუტო კრიზისი და მეოთხე პოლიტიკური გარემო - სასამართლო გარემო და აშ.


მე მაქვს ძალიან აქტიური შეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა, ვინც კი ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას, პირველ რიგში, რეკომენდაციას იღებს მსოფლიო ბანკისგან, გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და თავს იკავებენ კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან საქართველოს ვეღარ აღიქვამენ მყარ ეკონომიურ პარტნიორად. იმიტომ, რომ ქვეყანა არის სრულ ტურბულენტურ მდგომარეობაში, როგორც სავალუტო მოცემულობით, ისე ეკონომიკური პარამეტრებით და პოლიტიკური გარემოთი. ერთიან სინქრონში ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინოთ, ამის ფონზე მე პირადად, ძალიან ვწუხვარ, რომ წინასაახალწლოდ ამაზე საუბარი მიწევს, მაგრამ მინიმუმ 3 მლრდ ვალუტის შემოდინება, წარმოუდგენელია. ვრჩებით ისევ ემიგრირების იმედზე“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.



BPN.GE



თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up