ქვეყანამ შოკოლადის იმპორტი შეამცირა

ქვეყანამ შოკოლადის იმპორტი შეამცირა

access_time2022-08-01 09:00:59

საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე შოკოლადის შესყიდვა გაუძვირდა, ამავდროულად, ქვეყანამ შოკოლადის შეძენა შეამცირა.


საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2022 წლის იანვარ-ივნისში 26 065 790 დოლარის 7,940.88 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შემოვიდა, რაც ღირებულებით მოცულობაში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,62%-ით მეტია, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებელი 2.13%-ით შემცირებულია.


საანგარიშო პერიოდში პროდუქტის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, სწორედ მასზე მოდის იმპორტირებული შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტის (რაოდენობით გამოსახულებაში) 52.56%, ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია ბელგიაც.


საქართველო აშშ-ს შოკოლადის ბაზარზე დამოკიდებული არ არის და აშშ-დან საქართველოში შოლოკადის იმპორტი არ ფიქსირდეა, მაგრამ ამერიკელი მწარმოებლები შოკოლადის დეფიციტზე უკვე ალაპარაკდნენ. აშშ-ის შოკოლადის ფილების მწარმოებელმა The Hershey Company-მ განაცხადა, რომ შემოდგომიდან,  გლობალური მიწოდების ჯაჭვის კრიზისის ფონზე, აშშ-ს შესაძლოა შოკოლადისა და ტკბილეულის დეფიციტი შეექმნას.



The Hershey Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ ბაკმა ბაზარი უკვე გააფრთხილა, რომ კომპანია ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ჰელოუინის მოთხოვნა წელს.


„ჩვენ ვერ შევძლებთ სრულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნა“, - თქვა მან.


 ABC News-ის ცნობით, ჰელოუინზე ტკბილეულის გაყიდვები კომპანიის წლიური გაყიდვების თითქმის 10%-ს შეადგენს.


საგულისხმოა, რომ აშშ-ში შოკოლადის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის დროს, თუმცა, ამჟამად, სხვა საქონელზე ფასების ზრდის გამო, ამერიკელები მიდრეკილნი არიან შეამცირონ საკონდიტრო ნაწარმის შესყიდვები.


თეგები:
შოკოლადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up