ქვეყანას აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია ექნება - დოკუმენტის სამუშაო ვერსია დასკვნით ეტაპზეა

ქვეყანას აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია ექნება - დოკუმენტის სამუშაო ვერსია დასკვნით ეტაპზეა

access_time2023-03-21 22:00:52

ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას ხელს შეუწყობს, უკვე დასკვნით ეტაპზეა და ის საბოლოო სახეს მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს.


როგორც „ბიზნესპარტნიორს“ FAO-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესებში ჩართულია ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კერძო სექტორი.


სტრატეგიაზე მომუშავე მხარეები ფიქრობენ, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწორად განვსაზღვროს აკვაკულტურის დარგის განვითარების ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივები.


მხარეები მიუთითებენ იმაზეც, რომ საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი. ამ დოკუმენტის აღსრულებით კი, საქართველო საკუთარი პოტენციალის გამოყენებასა და შესაბამისად აკვაკულტურის ტრანსოფრმაციას შეძლებს, რაც სოფლებში ეკონომიკური განვითარების ახალ გზებს შექმნის და ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურობაზე, ასევე გარემოს დაცვასა და სოციალურ მდგრადობაზე.



„2023 წლისთვის დაახლოებით, 20 ათას ტონაზე უნდა გავიდეთ საერთო წარმოების, თუმცა ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი პოტენციალია როგორც მტკნარი წლის, ისე საზღვაო აკვაკულტურის მიმართულებით.


აქედან გამომდინარე, ის ღონისძიებები, რაც აუცილებლად არის გასატარებელი ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით, ფერმერთა ცოდნის, ინფორმირებულობის, მათი გადამზადების თვალსაზრისით, იხტიოპათოლოგიის მიმართულებით - ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში შესაბამისი რესურსის მობილიზება და სპეციალისტების აქტიურად ჩართვა.


ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყლის ხარისხის კონტროლი, სურსათის უვნებლობა, მიკვლევადობა - ეს არის ის თემები, რომელსაც სტრატეგიული დოკუმენტი თავისივე სამოქმედო გეგმით ძალიან კონკრეტულად განსაზღვრავს“, - აღნიშნავს ჯუბა მარუაშვილი.


შეგახსენებთ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე ბოლო ორი წელია მუშაობს.


როგორც სტრატეგიაზე მომუშავე მხარეები ამბობენ, ეს დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ხელსაწყო გახდება ქვეყანაში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისთვის. ამავე სტრატეგიის აღსულებით, საქართველოს აკვაკულტურა საერთშორისო ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდება.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up