ქვეყანას გაყინული რუსული მილიარდებით აღვადგენთ - უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველი

ქვეყანას გაყინული რუსული მილიარდებით აღვადგენთ - უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველი

access_time2022-03-10 18:00:21

გაყინულ რუსულ აქტივებს ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოიყენებენ. ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველმა, კირილო შევჩენკომ BBC-ის განუცხადა, რომელმაც, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ტელეკომპანიის შეკითხვებს ელექტრონული ფოსტით უპასუხა.

ის კიდევ უფრო ვრცელ, დამატებით სანქციებს მოითხოვს, საბარათე გადახდების შეწყვეტიდან დაწყებული, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რუსეთის წვდომის შეჩერებით დამთავრებული.

კირილო შევჩენკო ამბობს, რომ უკრაინის აღსადგენად „დიდი ფული იქნება საჭირო“ და მიყენებული ზარალი, ძირითადად, რუსეთმა უნდა აანაზღაუროს.

„ეს შესაძლოა, განხორციელდეს მრავალეროვნული ორგანიზაციების სესხებითა და გრანტებით, ასევე, სხვა ქვეყნების პირდაპირი დახმარებით. თუმცა დაფინანსების დიდი წილი, კომპენსაციის სახით, აგრესორისგან უნდა მივიღოთ, იმ თანხების ჩათვლით, რომლებიც ამჟამად ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში არის გაყინული,” - აცხადებს უკრაინის ბანკის მმართველი.

რუსეთის 630 მლრდ დოლარის სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინახება და სანქციების გამო აშშ-ში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში გაყინულია. BBC-ის შეფასებით, თუ უკრაინა, ომის დასრულების შემდეგ, მასზე წვდომას შეძლებს, ქვეყანას რეკონსტრუქციისთვის მილიარდობით დოლარი გაუჩნდება.


კირილო შევჩენკო ფინანსური სანქციების ვრცელ სიას ასახელებს, რომელიც დამატებით უნდა დაწესდეს და რუსეთის ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხოს. ესენია:

  • სავაჭრო და ფინანსური მონაცემების პლატფორმებმა, Refinitiv-მა და Bloomberg-მა რუს და ბელარუსელ კლიენტებს წვდომა შეუწყვიტონ
  • შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაავალონ თავიანთ ბანკებს, საკორესპონდენტო ურთიერთობა ყველა რუსულ ბანკთან გაწყვიტონ
  • ცენტრალური ბანკების ორგანიზაცია „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა“ (Bank for International Settlements) რუსეთის ცენტრალური ბანკი ორგანიზაციიდან გარიცხოს
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთი და ბელარუსი თავის სხდომებს აღარ დაასწროს, ასევე, უნდა დაბლოკოს მათ წვდომა სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებულ აქტივებზე, სახელწოდებით, „სესხების სპეციალური უფლებები“ (Special Drawing Rights), რადგან ეს თანხა რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენოს.
  • ჩინეთის საბარათე გადახდის სისტემა UnionPay-მ რუსული ბანკების მომსახურება შეწყვიტოს
  • სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, თურქეთმა და ვიეტნამმა რუსული გადახდის სისტემა Mir დაბლოკონ
  • ფულის გადარიცხვის საერთაშორისო ოპერატორმა, Western Union-მა რუსული და ბელარუსული ბანკებისთვის ნაღდი ფულის მიწოდება შეწყვიტოს

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დამატებითი სანქციების დაწესების ყოველი დაგვიანებული დღე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების სიცოცხლის საფასურია,“ - აცხადებს შევჩენკო.

მისი თქმით, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა, დაახლოებით, 11 მლრდ გრივნა (350 მლნ დოლარი) ორ სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხა, რომელიც ბანკმა სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის შემოწირულობების მისაღებად მრავალ ვალუტაში გახსნა. სამხედროების ანგარიში 24 თებერვალს, ჰუმანიტარული კი 1 მარტს გაიხსნა.

კირილო შევჩენკოს ცნობით, მისი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ბევრი მათგანი დაბომბვისგან თავს იცავს და მიწისქვეშა ბუნკერებიდან საქმიანობს. ელექტრონული გადახდები და ბანკომატები კვლავ მუშაობენ, ნაღდი ფული კი, აქტიური საბრძოლო ზონების გარდა, ყველგან გაიცემა.

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის საბანკო სისტემა საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი სტაბილური და ლიკვიდური რჩება,“ - აცხადებს შევჩენკო.

bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up