ქვეყანაში 19 000 ჰოსპიტალური საწოლია, საიდანაც 9-დან 11 000-მდე ზედმეტია - ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში 19 000 ჰოსპიტალური საწოლია, საიდანაც 9-დან 11 000-მდე ზედმეტია - ჯანდაცვის მინისტრი

access_time2023-01-20 10:33:01

ამ ეტაპზე საქართველოში 19 000 ჰოსპიტალური საწოლია, რაც გადაჭარბებული რაოდენობაა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ეს რიცხვი არ აღემატებოდეს 8-10 000.

 

 

 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

 

 

„საქართველოში ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სტანდარტები მკაცრად კონტროლდება, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. მაგრამ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იქნება არაეფექტიანი, თუ არის ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდება. დღეს საქართველოში 19 000-მდე ჰოსპიტალური საწოლი გვაქვს და ნებისმიერი კვლევით და ნებისმიერი რეკომენდაციით – და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული – ამ საწოლების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 8-დან 10 000-მდე საწოლს. ესაა ჯამში, როგორც სარეანიმაციო, ისე თერაპიული, ასევე ფსიქიატრიული და ა.შ. საწოლები. აქედან გამომდინარე, დაახლოებით ორჯერ მეტი გვაქვს. ეს ჩანს კლინიკების დატვირთულობიდანაც, რომელიც 45%-ის ფარგლებშია. დანარჩენი დაუტვირთავი ნაწილი ამ 45%-ის ხარჯზე არსებობს. ხარისხს ვერანაირად ვერ მივაღწევთ, თუ იმაზე მეტი გვექნება, ვიდრე გვჭირდება. ამ საწოლებს სჭირდება ექთნების, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, ადმინისტრაციის და ა.შ. მინიმალური რაოდენობა და, შესაბამისად, სახელმწიფო „დიარჯი“ სისტემით და ხარისხთან დაკავშირებული ყველა რეფორმით უნდა იღებდეს ხარისხიან სერვისს ადეკვატურ ფასად,“- განაცხადა მინისტრმა.


 

 

 

კითხვაზე,ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კლინიკების რაოდენობა შემცირდება, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ  გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ გადაწყობა და უნდა მოერგონ დღევანდელ რეალობას, რადგან სექტორში დაწყებული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია და ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ამასთან, მინისტრმა სამედიცინო სექტორში სახელმწიფოს მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

 

 

 

„როგორც ფარმაცევტულ ნაწილში გვაქვს 35-40% გვაქვს სახელმწიფოს მონაწილეობა და  2026 წლიდან უნდა ავიდეთ 90-92%-მდე, ასევე კლინიკებისა და სამედიცინო ჩარევების ნაწილში მაქსიმალურად უნდა დავფაროთ მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები. ამიტომ მნიშვნელოვანია გადავიხადოთ სწორი ფასწარმოქმნით დადგენილი ფასები როგორც მედიკამენტებში, ასე სამედიცინო ნაწილში,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up