გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრი

გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრი

access_time2023-02-17 17:05:15

ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება, ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატმა რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ წამლებზე შესაძლო დეფიციტის შესახებ დაუსვა კითხვა. მინისტრმა თქვა, რომ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი პრობლემები.


„კარგად გაანალიზებული გაქვს 1200 მედიკამენტიდან, რომელი იყო იმ მაქსიმალურ ზღვაზე ზემოთ, რომელსაც შემცირება მოუწია, რომელი იყო არალოგიკურად ზემოთ რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო და აი ზუსტად აქედან გამომდინარე გავაკეთეთ ის, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ, დავაკვირდეთ და შემდეგი ეტაპი მერე დავიწყოთ. ის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას აქ ბევრი სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაირთოს, არ არის მარტო საკმარისი ის, რომ მხოლოდ რეგულაციების კუთხით იყოს. მაგალითად ერთ-ერთი კარგი მექანიზმი ჩემი აზრით არის ის, რომ დღეს თუ რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტები გვექნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ ჩვენთან სადაც შემოდის, ზარები ან პრეტენზიები ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე.



როცა კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქები, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება და აი ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ჰოლდინგური კომპანია იქნება თუ სხვა ფარმაცევტული კომპანია, ვისაც თავისი აფთიაქი აქვს, ან იმპორტირებულს ყიდულობს ყველა აფთიაქში, რომ მაქსიმალურად შეავსოს. საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ გაქვს საკმაოდ ჭარბი აფთიაქების რაოდენობა. ამიტომ ამაზე ვრეაგირებთ მყისიერად, გუშინ პირველი დღე იყო და შეუძლებელია, რომ პირველ დღეს რაღაცა გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა კონკრეტულ მედიკამენტებზე, ძირითადად თურქულზე. რომელიღაცა აფთიაქები უარს ეუბნებიან, მერე ჩვენი ჯგუფი გადის ჩვეულებრივად, მერე ყიდულობენ. მეც ჩართული ვარ ამ პროცესში და ვთხოვე, რომ სხვები გაეგზავნათ, იქნებ სცნობენთქო, მაგრამ რეგიონებშიც ასეთი მდგომარეობაა... რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში.




ასევე კარგი პროექტი, რომელიც დავიწყეთ და ძალაში შევიდა, პარლამენტში შესული კანონით დაგვევალა აფთიაქებში და საბითუმო რეალიზატორებში ელექტრონული ბაზების გახსნის ვალდებულება. შესაბამისად აფთიაქებს და ფარმაცევტულ კომპანიებს ვალდებულება აქვთ რომ ონლაინ ვხედავდეთ, ჯერჯერობით საშეღავათო პერიოდი აქვთ და ინტეგრაცია ხდება. პატარა აფთიაქების შემთხვევაში ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ აქ ჯგუფი გამოვყავით სამინისტროში, რომელიც ივლის და დაუინსტალირებს და ასწავლის როგორ უნდა ატვირთონ არსებული ნაშთები“,  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up