„ქვეყანაში მუშახელის ძალიან დიდი კრიზისი შეიქმნა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა.
„2 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 თვე ვიმუშავეთ. 120 კომპანიიდან დარჩა 40 კომპანია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე 40-ვე ისევ ოპერირებს. მათ უბრალოდ, ჯერ არ დაუცლიათ ფართები. დანარჩენი კომპანიები გაკოტრდნენ, დაიხურნენ, აღარ არსებობენ. თითო კომპანია 20-დან 30 თანამშრომლამდე ასაქმებდა.
ამასთან, ქვეყანაში მუშახელის ძალიან დიდი კრიზისი შეიქმნა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ადამიანები, ვისაც მუშაობა შეეძლო, გავიდა საზღვარგარეთ. ამ კრიზისს უფრო ღრმად ხვალ და ზეგ მივიღებთ, როცა კადრი არ იქნება სამსახურში ასაყვანად,“-აღნიშნა მთიულიშვილმა.
bpn.ge