ქვეყანაში ნაწლავთა ინფექციის მძიმე ფორმა გახშირდა – დავით გადელიას გაფრთხილება

ქვეყანაში ნაწლავთა ინფექციის მძიმე ფორმა გახშირდა – დავით გადელიას გაფრთხილება

access_time2022-08-24 21:00:00

ქვეყანაში ნაწლავთა ინფექციის მძიმე ფორმის – ე.წ. ჰუსის შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით გახშირდა. ესაა ინფექცია, რომელიც დაავადებულთა 6%-სთვის სიკვდილით მთავრდება. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია თავის ფეისბუქგვერდზე წერს.


„მძიმე ხიფათი, თითქოს არაფრისგან!


ვის არ გამოგიცდიათ ნაწლავური ინფექცია. “-რაღაცამ მომწამლა”, “- მგონი რაღაც შემყვა..” გვითქვამს ხშირად. მართალია ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა – 1-2 დღე დიარეა, გულის რევა, ღებინება, ხანდახან ტემპერატურის მომატებაც- მაგრამ ძირითადად უკვალოდ გაუვლია. ცხადია ბანალურ ნაწლავურ ინფექციებს და ვირუსებს ვგულისხმობ და არა ქოლერის ან თუნდაც დიზენტერიის შემოტევას. ამ “მომწამლა”, “რაღაცამ მაწყინას” მიზეზი უმეტესად არის ნაწლავის ჩხირები, შიგელა, სალმონელოზი, კლოსტრიდიუმ დიფიცილე, ენტეროვირუსები და უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად მაინც მსუბუქ, ცოტა არ იყოს არასერიოზულ დაავადებად მიგვაჩნია- რადგან ბევრჯერ გადაგვიტანია!



გვახსოვდეს: ბავშვებში დიარეა არასდროს არ ყოფილა მთლად მარტივი დაავადება და ბავშვთა სიკვდილობის მიზეზთა ხუთეულში მუდამ შედიოდა! ახლა კი ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ უმძიმეს დაავადებაზე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. ესაა ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი, ანუ მოკლედ, აბრევიატურით- ჰუს-ი. დაავადება იწვევს სისხლის წითელი ბურთულების- ერითროციტების დაშლას, თირკმლის მიკროცირკულაციის მოშლას- უბრალო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმცირესი სისხლძარღვების გაბიდნვას, გაჭედვას და თირკმელების სრულ გამოთიშვას! დაავადება იწყება საკმაოდ უწყინრად- ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციით და არის კიდეც ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია. ჰუს-ს ძალიან მაღალი ალბათობით, ნაწლავის ჩხირი იწვევს. იშვიათად- სხვა ბაქტერიებმაც შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება არც თუ მძიმედ მიმავალი დაავადების ფონზე უცებ მოხდეს შარდის ნაწილობრივი, ან სრული შეკავება! საერთოდ, მიღებულია მსოფლიო სტატისტიკით, რომ ჰუს-ით დაავადებულთა 90% ბავშვია. ამის მიუხედავად, ჩვენს კლინიკაში, სადაც განურჩევლად ხვდებიან ბავშვებიც და დიდებიც, ბავშვთა ჰუს-ის თითო-ოროლა შემთხვევა მახსოვს, ხოლო მარტო ამ ზაფხულს, მოზრდილთა ჰუს-ებმა ათეულს ბევრით გადააჭარბა! სტატისტიკით, ამ დაავადების 6% სიკვდილით მთავრდება. სიკვდილს გადარჩენილების ნაწილი შეიძლება მძიმე ინვალიდებად დარჩნენ, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო- წლობით დიალიზზე მიჯაჭვულები. ყველაფერ ამას იწვევს ეშერიხია კოლის შიგა ტოქსინი. სწორედ ეს ტოქსინი შლის ერითროციტებს. ამიტომაცაა საშიში თვითნებურად ანტიბიოტიკების ხმარება- ამ დროს მეტი შიგა ტოქსინი თავისუფლდება და უფრო მძიმე შედეგი მოაქვს. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილი, რომელიც მძიმედ წარიმართა, ჩვენს კლინიკაში, 20- 40 წლის ახალგაზრდებზე მოდის და ყოველი შემთხვევა თავგანწირულ ბრძოლას ითხოვს. მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული შედეგი, ამიტომ დავმარცხებულვართ კიდეც.


რა უნდა იცოდეთ ამ დაავადების შესახებ? არანაირი სამკურნალო რეკომენდაცია ცხადია არ გაიცემა – დაავადება ინტენსიურ მეთვალყურეობას ითხოვს, ამიტომ არათუ სახლში, ჩვეულებრივ პალატაშიც კი არ მიდის მკურნალობა. სახლის პირობებში ბანალური ნაწლავური ინფექციის მკურნალობისას ყურადღება მიაქციეთ შარდის გამოყოფას. თუ მნიშვნელოვნად შემცირებულია- განგაშია ასატეხი! მთავარი კი პროფილაქტიკაა: ყველანაირად უნდა აიცილოთ ნაწლავის ჩხირის მოხვედრა ორგანიზმში წყალთან და საკვებთან ერთად, პირის ღრუდან! გარეცხეთ სხვა დროსაც და განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული და შემწვარი ხორცი. არაფრით არ ჭამოთ საეჭვო ჰიგიენის მქონე ობიექტების დამზადებული საკვები- ძალიან სახიფათოა და ძალიან გახშირდა ეს უმძიმესი დაავადება- ჰუს-ი,“- წერს დავით გადელია.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up