ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ წიაღისეულ საწვავს იყენებენ

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ წიაღისეულ საწვავს იყენებენ

access_time2021-08-27 20:30:00

დღეს უფრო მეტი ენერგიის ფორმირების წყარო არსებობს, ვიდრე ოდესმე. იქნება ეს წიაღისეული საწვავიდან მიღებული ენერგია, ისეთი როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და გაზი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა, თუ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ბიოსაწვავი, ქარი და მზის ენერგია, რომლებიც სულ უფრო მეტად იმყარებენ პოზიციებს.



უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ენერგეტიკული ლანდშაფტი საკმაოდ მრავალფეროვანია და შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც საწვავის სხვადასხვა წყაროზე არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად ამისა, არაგანახლებადი რესურსებით მიღებული ენერგია ჯერ კიდევ დომინანტია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში.



ენერგეტიკული ტარიფების შედარების პლატფორმა Utility Bidder–მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც არაგანახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 20 ქვეყანას წარმოადგენენ. ამავე კვლევაში ყურადღება გამახვილებულია წარმოების სხვადასხვა საშუალებებზე და მათ გადანაწილებაზე მოხმარების კუთხით.



წიაღისეული საწვავიდან ყველაზე ხშირად გამოყენებადი საწვავი კვლავ ქვანახშირია. ხოლო ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ამ წიაღისეულ რესურსზე სამხრთ აფრიკის რესპუბლიკაა – ქვეყანა მთლიანი ენერგეტიკის 73%–ს ამ რესურსით აწარმოებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სხვა ხელსაყრელი ალტერნატივა, ამასთან, თავად სამხრეთ აფრიკა ფლობს ქვანახშირის საკმაოდ დიდ მარაგს და მსოფლიოში ექსპორტის მხრივაც ერთ–ერთი ლიდერია.



ნავთობი – სინგაპური (მთლიანი მიწოდების 73%). სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მსგავსად, სინგაპურის ენერგომომარაგების 73% ერთ წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, მაგრამ ამჯერად ეს ნავთობია. სინგაპური, რომელსაც ხშირად ასეც მოიხსენიებენ – „ნავთობის კერა აზიაში“, აწარმოებს 27,621 ktoe (კილოტონის ნავთობის ექვივალენტი) ელექტრონერგიას. მისი იდეალური სავაჭრო მდებარეობისა და უსაფრთხო გარემოს გამო აქ ბევრი ნავთობკომპანია ოპერირებს, მათ შორის Exxon Mobil–ი.



ბუნებრივი აირი – ნიდერლანდები (მთლიანი მიწოდების 45%). ნიდერლანდების ენერგომომარაგება ძირითადად ბუნებრივი აირზეა დამოკიდებული, რომლის 50% მოდის გრონინგენის გაზის საბადოდან, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადოა. მეორე ნახევარი კი ჩრდილოეთ ზღვაში ოფშორული გაზის საბადოებიდან. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს რეგულარული წარმოება გრონინგენის ველიდან 2022 წლისთვის.




ბირთვული – საფრანგეთი (მთლიანი მიწოდების 42%). საფრანგეთი ერთ–ერთი ლიდერია ბირთვულ ენერგიის გამოყენების კუთხით, რაც მისი ენერგიის მარაგის 42%-ს შეადგენს. 56 მოქმედი ბირთვული რეაქტორი აწარმოებს 103,966 ktoe, რაც აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორეა.



არაგანახლებადი რესურსების, როგორც ენერგიის მთავარი წყაროს ფორმირების კუთხით მსოფლიოს ტოპ ათი ქვეყანა:



სინგაპური – მთლიანი წარმოების 98%



ავსტრალია – 93%



სამხრეთ აფრიკა – 91%



ნიდერლანდები – 90%



მაროკო – 90%



ლუქსემბურგი – 90%



პოლონეთი – 89%



მექსიკა – 89%



ჩინეთი – მთლიანი წარმოების 88%



იაპონია – 88%



forbes.ge





თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up