ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემა შეუჩერეს

ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემა შეუჩერეს

access_time2022-08-18 14:40:00

მიმდინარე კვირას, ევროკავშირის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ან შეზღუდა რუსთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა.


უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის, იყო სავიზო შეზღუდვებიც. ცოტა ხნის შემდეგ, გაჩნდა იდეა, შეჩერებულიყო რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა. პირველი ქვეყანა კი, რომელმაც სრულ შეზღუდვას მხარი დაუჭირა, ესტონეთი იყო. ქვეყნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მარტო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებდა, რადგან შენგენის ზონაში მდებარეობს და რუსები შენგენის ვიზით მაინც მოახერხებდნენ ესტონეთში შესვლას. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლაური ლიაზნემეტსმა, ჯერ კიდევ ივლისში მოუწოდა ევროკავშირს, ეს პრობლემა ერთობლივად მოეგვარებინათ: „რუსეთთან მიმართებაში სანქციები უნივერსალური უნდა იყოს და მთელს ევროპას უნდა მოიცავდეს. თუკი მხოლოდ ბალტიისპირეთი ან პოლონეთი იმოქმედებს, ეფექტი ნაკლები იქნება“, - განაცხადა მან.


აგვისტოს დასაწყისში, The Washington Post-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები სრულად ჩაეკეტათ, „რათა მათ იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, სანამ მთლიანად არ შეიცვლიან თავის ფილოსოფიას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ეს იდეა, ფაქტობრივად, მაშინვე აიტაცა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა და „ტვიტერზე“ დაწერა: „კმარა რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება - პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. დროა, ახლავე შევწყვიტოთ ტურიზმი რუსეთთან!“


მოწოდებას შეუერთდა ლიეტუვა და ლატვია. ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ უცხოეთის საქმეებში, რიკარდო კოლსმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის შეჩერება ევროკავშირის დონეზე უნდა გადაწყდეს, რათა ეფექტი ნამდვილად იყოს. ლიეტუვამ ტურისტული ვიზების გაცემა ჯერ კიდევ თებერვალში შეწყვიტა.


ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ოფიციალური პრაღა ამ ინიციატივაზე კონსესუსის მიღწევას ცდილობს.


რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის მომხრეა ასევე დანია, რომელმაც პირველ ეტაპზე რუსებისთვის ტურისტული ვიზები შეამცირა - წლის დასაწყისიდან აგვისტომდე დანიამ მხოლოდ 141 ვიზა გასცა, გასულ წელს კი - 49.


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პეტრ ვავჟიკმა განაცხადა, რომ ამჟამად ვარშავა მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც სრულად კრძალავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას. მისივე თქმით, ის მხარს უჭერს, ეს იდეა მთელმა ევროკავშირმა გაიზიაროს, თუმცა დაამატა, რომ ყველა ქვეყანა ამაზე არ თანხმდება. მათ რიცხვშია გერმანია, რომლის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თუ სანქციები უდანაშაულო ადამიანების მიმართ იქნება გააქტიურებული, ეს მის ეფექტურობას შეამცირებს.



ესტონეთი


18 აგვისტოდან ესტონეთი ხურავს საზღვარს ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის.


Reuters-ის მონაცემების მიხედვით, აკრძალვამდე ყოველდღიურად ქვეყანაში რუსეთის 2 500 მოქალაქე შედიოდა, რომელთაგან ნახევარზე მეტს შენგენის ვიზა აქვს.


ლატვია


გასულ კვირას ლატვიამ რუსეთი „ტერორისტების მხარდამჭერ“ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მან რუსებისთვის ჯერ მოკლევადიანი, შემდეგ კი ყველანაირი ვიზის გაცემა აკრძალა. აგვისტოს დასაწყისიდან ლატვიამ შეაჩერა რუსებისთვის ვიზების გაცემა „განუსაზღვრელი ვადით“, გარდა ახლო ნათესავის დაკრძალვაზე შესვლისა.


16 აგვისტოს, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რესპუბლიკის კოალიციური ხელისუფლება შეთანხმდა, რომ არ გაუგრძელდეთ რუსეთის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა და შეზღუდოს მათი შესვლა შენგენის ვიზებზე.


ფინეთი


ივლისიდან ფინეთში ფართოდ განიხილება „რუსული ტურიზმის“ თემა - კოვიდ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ტურისტული ვიზებით რუსეთის მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაკადი გაემგზავრა მოსაზღვრე ამ ქვეყანაში.


ერთ-ერთი ფინური გამოცემის ცნობით, 1000 გამოკითხულიდან 58%-მა განაცხადა, რომ ფინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებისგან ტურისტული ვიზების განცხადების მიღება. გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი ამ ღონისძიების წინააღმდეგი იყო, 18%-მა კი აზრი არ გამოთქვა ამ საკითხზე.


შედეგად, მიმდინარე კვირას ფინეთმა გამოაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან გაანახევრებს დროებითი განაცხადების რაოდენობას რუსებისგან ვიზის გასაცემი დოკუმენტების მისაღებად. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებული ზომების შედეგად ფინეთი მეათედით შეამცირებს რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობას.


17 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე პეკა ჰავისტომ ასევე თქვა, რომ ფინეთი არ დააწესებს შეზღუდვებს ვიზიტორებზე (ოჯახური მიზეზების გამო), სტუდენტურ და სამუშაო ვიზებზე რუსებისთვის და ასევე არ აპირებს უკვე გაცემული შენგენის ვიზების გაუქმებას.


ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
ვიზები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up