ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება აღმოუჩინეს

ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება აღმოუჩინეს

access_time2022-08-22 15:20:00

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლურმა სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ევროპის უდიდეს ქვეყანას სამხედრო, სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა არაერთხელ აღმოუჩინეს. დასავლური სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი ეს დახმარება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი აღრიცხვით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი, „კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი“ დაინტერესდა.


კიელის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში ორმოცი სახელმწიფო შედის, მათ შორის ევროკავშირისა და G7-ის წევრი სახელმწიფოები და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჩინეთი, ტაივანი და ინდოეთი. აღსანიშნავია, რომ უშუალო ფულადი დახმარების გარდა, კიელის ინსტიტუტის მკვლევრები აკვირდებიან, როგორც დაპირებების შესრულების დონეს, ასევე მათ თანაფარდობას ქვეყნის მშპ-ის მაჩვენებელთან.


ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ მიმდინარე წლის სამი აგვისტოს ჩათვლით, მსოფლიოს სახელმწიფოებმა უკრაინას €84.2 მილიარდის დახმარება აღუთქვეს – ამ თანხის უდიდესი ნაწილი – თითქმის 53%, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, რომელმაც ომში მყოფ ქვეყანას €25 მილიარდის სამხედრო, €10.3 მილიარდის ფინანსური და €9.2 მილიარდის ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვა. დონაციების მოცულობით რიგით მეორე ადგილი ევროკავშირის ინსტიტუტებზე მოდის, რომელთაც უკრაინას €12.3 მილიარდის ფინანსური, €2.5 მილიარდის სამხედრო და €1.42 მილიარდის ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვეს.


უკრაინისთვის გამოყოფილი დონაციების მოცულობით, სახელმწიფოების რეიტინგის პირველი ათეული (24 თებერვალი, 2022 – 3 აგვისტო, 2022) შემდეგნაირად გამოიყურება:


#1 – ამერიკის შეერთებული შტატები

ჯამური დახმარება: €44.5 მილიარდი

სამხედრო: €25 მილიარდი

ჰუმანიტარული: €9.2 მილიარდი

ფინანსური: €10.3 მილიარდი


#2 – ევროკავშირის ინსტიტუტები

ჯამური დახმარება: €16.22 მილიარდი

სამხედრო: €2.5 მილიარდი

ჰუმანიტარული: €1.42 მილიარდი

ფინანსური: €12.3 მილიარდი


#3 – გაერთიანებული სამეფო

ჯამური დახმარება: €6.51 მილიარდი

სამხედრო: €4 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.38 მილიარდი

ფინანსური: €2.1 მილიარდი


#4 – გერმანია

ჯამური დახმარება: €3.1 მილიარდი

სამხედრო: €1.2 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.75 მილიარდი

ფინანსური: €1.15 მილიარდი


#5 – კანადა

ჯამური დახმარება: €3.01 მილიარდი

სამხედრო: €0.93 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.26 მილიარდი

ფინანსური: €1.82 მილიარდი


#6 – პოლონეთი

ჯამური დახმარება: €2.89 მილიარდი

სამხედრო: €1.8 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.1 მილიარდი

ფინანსური: €0.99 მილიარდი



#7 – საფრანგეთი

ჯამური დახმარება: €1.15 მილიარდი

სამხედრო: €0.23 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.12 მილიარდი

ფინანსური: €0.8 მილიარდი


#8 – ნორვეგია

ჯამური დახმარება: €1.28 მილიარდი

სამხედრო: €0.21 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.04 მილიარდი

ფინანსური: €1.03 მილიარდი


#9 – იაპონია

ჯამური დახმარება: €0.59 მილიარდი

სამხედრო: €0.59 მილიარდი

ჰუმანიტარული: –

ფინანსური: –


#10 – იტალია

ჯამური დახმარება: €0.49 მილიარდი

სამხედრო: €0.15 მილიარდი

ჰუმანიტარული: €0.03 მილიარდი

ფინანსური: €0.31 მილიარდი


თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დონაციები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ ის მცირე ზომის სახელმწიფოებიც, რომლებიც ომში მყოფ ქვეყანას პროპორციულად არანაკლებად ეხმარებიან. დონაციების მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით ესტონეთი ლიდერობს, რომელმაც უკრაინას საკუთარი მშპ-ის 0.83%-ის ტოლი დახმარება აღუთქვა.


საერთო ჯამში, უკრაინისთვის გამოყოფილი დონაციების მოცულობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდების მიხედვით სახელმწიფოების რეიტინგის პირველი ათეული (24 თებერვალი, 2022 – 3 აგვისტო, 2022) შემდეგნაირად გამოიყურება:


#1 – ესტონეთი


ქვეყნის მშპ-ის 0.83%


ევროკავშირის მშპ-ის 0.1%



#2 – ლატვია


ქვეყნის მშპ-ის 0.8%


ევროკავშირის მშპ-ის 0.1%



#3 – პოლონეთი


ქვეყნის მშპ-ის 0.49%


ევროკავშირის მშპ-ის 0.12%



#4 – ლიეტუვა


ქვეყნის მშპ-ის 0.32%


ევროკავშირის მშპ-ის 0.09%



#5 – ნორვეგია


ქვეყნის მშპ-ის 0.36%



#6 – სლოვაკეთი


ქვეყნის მშპ-ის 0.19%


ევროკავშირის მშპ-ის 0.13%



#7 – ჩეხეთის რესპუბლიკა


ქვეყნის მშპ-ის 0.19%


ევროკავშირის მშპ-ის 0.09%



#8 – გაერთიანებული სამეფო


ქვეყნის მშპ-ის 0.24%



#9 – პორტუგალია


ქვეყნის მშპ-ის 0.12%


ევროკავშირის მშპ-ის 0.1%



#10 – ამერიკის შეერთებული შტატები


ქვეყნის მშპ-ის 0.22%


forbes.ge





თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up