ქვეყნები, სადაც არავაქცინირებულები მოგზაურობას შეძლებენ

ქვეყნები, სადაც არავაქცინირებულები მოგზაურობას შეძლებენ

access_time2022-04-30 13:55:22

მას შემდეგ, რაც 18 მარტს დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა მოხსნა მოგზაურებისთვის, ეს ამბავი საკმაოდ აქტუალური გახდა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეუერთდა. მიუხედავად იმისა, ვაქცინირებული ხართ თუ არა, ამიერიდან მოგზაურებს მეტი დანიშნულების ადგილის დაჯავშნის საშუალება ეძლევათ, სადაც არც ჩასვლამდე და არც ჩასვლის შემდეგ ტესტის გაკეთება არ მოგიწევთ და არც კარანტინის აუცილებლობა შეგეხებათ.

ბუნებრივია, საერთაშორისო მოგზაურებს კვლავ სჭირდებათ აუცილებელი ვიზა, თუმცა ამ დროისათვის, ყველა კონტინენტზე არის ქვეყნები, რომლებმაც პოსტპანდემიური მოთხოვნები მოგზაურების მიმართ მკვეთრად შეამსუბუქეს და ქვეყნის შიგნითაც კი ნიღბის ტარება არასავალდებულო გახადეს.

გასულ კვირას ტაილანდმა განაცხადა, რომ 1-ლი მაისიდან ქვეყანაში ჩამსვლელთათვის ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება. იმავეს გეგმავს საბერძნეთი ზაფხულის სეზონისთვის.

უფრო კონკრეტულად კი, ადგილების სია, სადაც კოვიდ-ტესტისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე მოგზაურობას შეძლებთ, ასე გამოიყურება:

კარიბის ზღვის აუზი - 19 მარტიდან ყველა კოვიდ-რეგულაცია მოხსნილია.

ბაჰრეინი - არანაირი ტესტის ან ვაქცინის დოკუმენტაცია 20 თებერვლიდან საჭირო აღარ არის.

ჩილე - 14 აპრილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქვეყანაში შესვლა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ტესტის გაკეთება მაინც მოგიწიოთ.

კოსტა რიკა - არავაქცინირებულ ვიზიტორებს მისი სტუმრობა 1 აპრილიდან შეუძლიათ.

კუბა - 6 აპრილიდან, მოგზაურებს შეუძლიათ თავისუფლად შესვლა თუ ისინი შეავსებენ ფორმას და საჭიროების შემთხვევაში PCR ტესტს გაიკეთებენ.

ჩეხეთი - ქვეყანა იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპაში, რომელმაც 9 აპრილს სრულად გახსნა საზღვრები.

დანია - 29 მარტის მდგომარეობით, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ყველა დარჩენილი კოვიდ- შეზღუდვა მოიხსნა.

გაბონი - ეს არის პირველი აფრიკული სახელმწიფო, რომელმაც 16 მარტიდან ყველა კოვიდ-მოთხოვნა გააუქმა.


უნგრეთი - 7 მარტიდან აქ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები აღარ არსებობს.

ისლანდია - ქვეყანამ 25 თებერვალს გააუქმა ყველანაირი კოვიდ- შეზღუდვა.

ირლანდია - 6 მარტიდან მოგზაურებს შეზღუდვები აღარ ექნებათ.

იორდანია - მოგზაურებს კოვიდ ტესტის მტკიცებულება 1 მარტიდან არ დასჭირდებათ.

ლატვია - 1 აპრილის მდგომარეობით ყველა კოვიდ-შეზღუდვა მოხსნილია.

მალდივები - 13 მარტს გაუქმდა ყველა შეზღუდვა.

მოლდოვა - ომმა უკრაინაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა 16 მარტიდან აქ ყველა კოვიდ-რეგულაცია მოიხსნა.

მონღოლეთი - 14 მარტიდან ეს არის პირველი ქვეყანა აზიაში, რომელიც გახსნილია ყველა საერთაშორისო მოგზაურისთვის.

ჩრდილოეთ მაკედონია - ყველა მოთხოვნა 21 აპრილიდან მოხსნა.

ნორვეგია - 12 თებერვლიდან არ არის საჭირო ტესტირება, კარანტინი ან რეგისტრაცია.

რუმინეთი - 16 მარტს გაუქმდა ყველა კოვიდ-შეზღუდვა.

საუდის არაბეთმა 6 მარტს ამოიღო კოვიდთან დაკავშირებული მოთხოვნები ტურისტული ვიზის მფლობელებისთვის.

სლოვენია - 19 თებერვლიდან ქვეყანაში შემოსვლაზე კორონავირუსის შეზღუდვა აღარ არის.

შვედეთი - 1-ელ აპრილს მოიხსნა აკრძალვა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის, რითიც ქვეყანა ყველასთვის ხელახლა გაიხსნა.

იემენი - მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამოგზაურო რჩევები რჩება, კოვიდთან დაკავშირებული მოთხოვნები 17 მარტს გაუქმდა.


წყარო: Bloomberg, BPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up