ქვეყნები, სადაც ენერგეტიკული კრიზისია

ქვეყნები, სადაც ენერგეტიკული კრიზისია

access_time2021-11-27 17:30:57

COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. მსოფლიოს გიგანტურმა კომპანიებმა ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყეს. მათ შორის, ქარის, მზის და მწვანე ენერგიის.

ინდოეთში ქვანახშირი იწურება

Power Technology-ის მონაცემებით, ბუნებრივ წიაღისეულზე ქვეყნის 60%-ია დამოკიდებული. COP26 კონფერენციის დროს, ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ქვანახშირის ჩანაცვლების ეტაპობრივი გზები წარადგინა. ინდოეთის მთავარი მიმწოდებელი, რომელიც ქვეყნის ნახშირის 80%-ზე მეტს აწარმოებს, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Coal India Limited (CIL).

ცენტრალური ელექტროენერგიის ორგანოს (CEA) მონაცემები აჩვენებს, რომ ინდოეთის 135 ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურიდან 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, 80%-ზე მეტს ქვანახშირის მცირე მარაგი ჰქონდა. ენერგეტიკაში ინვესტიციები ქვეყანაში 2020 წელს 15%-ით შემცირდა, ხოლო ძლიერმა წვიმამ ქვანახშირის მომპოვებელ ქალაქებში კიდევ უფრო გაამწვავა პრობლემები. ზარალი იმდენად დიდია, რომ ინდოეთს ამ ხარვეზის შევსება უჭირს.

Business Standard-ის მიხედვით ნოემბრის პირველი კვირისთვის, მისი ნახშირის მარაგი 11.2 მილიონ ტონამდე გაიზარდა, რაც ოქტომბერში 7.2 მილიონი ტონა იყო.

ჩინეთს ნახშირი ეწურება

ინდოეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნახშირის კრიზისი ემუქრება. პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის მიუხედავად, ჩინეთი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებაზე მაინც მუშაობს. პანდემიის დროს ქვეყანა ისეთი კრიზისის წინაშე იდგა, რომ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მილიონობით აბონენტს დენიც კი გაეთიშა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ 2018 წლიდან ნახშირის გამოყენება განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ შეზღუდა, ის მაინც იღებს ენერგიის ნახევარზე მეტს წიაღისეული საწვავიდან და არის ქვანახშირის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც პეკინმა არაოფიციალურად აკრძალა საქონლის იმპორტი მსოფლიოში მეორე უდიდესი ნახშირის ექსპორტიორისგან, ავსტრალიისგან მას შემდეგ, რაც ავსტრალიის მთავრობამ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია ადრე ჩინეთის ნახშირის თითქმის 70%-ის მომმარაგებელი იყო.

ამის გამო, დეფიციტის შესავსებად ჩინეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ნახშირის ექსპორტზე მონღოლეთიდან, ინდონეზიიდან და რუსეთიდან. მაგრამ ეს ძვირად ღირებული ჩანაცვლება აღმოჩნდა.


ჩინეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეეცდება ქვანახშირის მოპოვებისა და გადამუშავების ეფექტურობა გაზარდოს, რისთვისაც 31,36 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.

დიდ ბრიტანეთში გაზი ამოიწურა

დიდ ბრიტანეთში არ არის საკმარისი ენერგია როგორც განახლებადი, ისე არაგანახლებადი წყაროებიდან. The Guardian-ის თანახმად, ექსპერტების შეფასებით, წლის ბოლომდე გაერთიანებული სამეფოს ენერგიის მხოლოდ 10 მიმწოდებელი შეიძლება დარჩეს ბიზნესში, როდესაც 2021 წლის დასაწყისში დაახლოებით 70 იყო.

გაზის საფასურის ზრდის გამო სასუქების ქარხნებს, კომპანიებსა და სასტუმროებს მუშაობა გაურთულდათ. სექტემბრის შუა რიცხვებში პიკური მოთხოვნის დროს ელექტროენერგიის ფასებმა გადააჭარბა 2500 ფუნტს მეგავატ საათში. ეს დაახლოებით 3000%-ით აღემატება გასული ათწლეულის საშუალო ფასებს.

აშშ-ში ნავთობის ფასი იზრდება

აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასები გასული წლის განმავლობაში 150%-ით გაიზარდა და როდესაც ინდუსტრია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებდა, Bank of America-მ განაცხადა, რომ აშშ-ში ნავთობის ფასი შესაძლოა, 2014 წლის შემდეგ პირველად 100 დოლარამდე გაიზარდოს.

ნავთობისა და გაზის ინდუსტრია ამერიკის მშპ-ის თითქმის 8%-ს შეადგენს. მაგრამ ფასების ზრდა არ იქნება კარგი ამბავი ეკონომიკისთვის.

მთავრობამ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდეს გაეზარდათ მიწოდება და როდესაც ეს ვერ მოხერხდა, მათ დახმარება ჩინეთს, ინდოეთს და იაპონიას სთხოვეს.

გაზის კრიზისი გერმანიაში

2021 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიის ენერგიის 56% ნახშირზე, ბუნებრივ აირზე ან ატომურ ელექტროსადგურებზე მოდიოდა. როგორც დიდ ბრიტანეთში, ზომიერი ამინდი ნიშნავს, რომ ქარის ენერგია 2018 წლიდან მოყოლებული გერმანიის ენერგეტიკული ნაზავის ყველაზე დაბალი წილი იყო. მაგრამ მზარდი ფასები, გლობალური დეფიციტი და გარემოსდაცვითი მიზნები ცხადყოფს, რომ ქვეყანა ნახშირს დიდხანს ვერ დაეყრდნობა. ქვანახშირის დეფიციტმა გერმანიის საჭიროება რუსული გაზის მიმართ გაზარდა.

წყარო: lovemoney.com, "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up