ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენია

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენია

access_time2022-05-06 20:30:00

მეტროპოლიების ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ზრდის მაღალი ტემპით თურქეთი ევროპის რეგიონში პირველი ქვეყანაა. ამის შესახებ მაღალი შენობებისა და ურბანული გარემოს საბჭოს (Council on Tall Buildings and Urban Habitat-CTBUH) მონაცემებში წერია, რასაც Hurriyet ავრცელებს.


CTBUH-ის მონაცემებით, თურქეთში 67 ცათამბჯენია, რომლიდანაც 48 სტამბოლში მდებარეობს. მეტროპოლიაში მოსახლეობის რაოდენობა 16 მილიონზე მეტს შეადგენს. თურქეთში კიდევ რვა ცათამბჯენის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის არის ცენტრალური ბანკის შენობა, რომელიც სტამბოლის ფინანსურ ცენტრში შენდება.


CTBUH-ის რეიტინგში ცათამბჯენი განისაზღვრება შესახლებულ მაღალ შენობად, რომელიც 40 სართულზე მეტია და 150 მეტრზე მაღალია.


რეგიონში თურქეთს რუსეთი მოსდევს, სადაც 51 ცათამბჯენია, ხოლო მესამე ადგილზე 33 საოფისე კოშკით დიდი ბრიტანეთია. მაღალსართულიანი შენობების რაოდენობა გერმანიაში 20-ია, ესპანეთში - 13, ხოლო პოლონეთში - 12. ნიდერლანდებსა და იტალიაში ამ ტიპის შენობა თანაბრად, ექვს-ექვსი აშენდა. ევროპის დანარჩენი ორი ცათამბჯენი შვეიცარიასა და შვედეთში მდებარეობს.


ევროპის ქალაქების კატეგორიაში მოსკოვი და ლონდონი სტამბოლს 46 და 30 ცათამბჯენით მისდევენ. ევროპის ქალაქების ცათამბჯენების სიის ათეულში თურქეთის კიდევ ორი ქალაქი, დედაქალაქი, ანკარა 11 ცათამბჯენითა და ეგეოსის პროვინცია, იზმირი ექვსი ცათმბჯენით მოხვდნენ.


მსოფლიოს ქალაქებს შორის ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ჰონგ კონგი 150 მეტრზე მაღალი 518 მაღალსართულიანი შენობით ჩემპიონია. ტოპ 100-ეულში თურქეთიდან მხოლოდ ორი ქალაქი შევიდა, სტამბოლი 31-ე და ანკარა 98-ე ადგილზე.



გლობალურად თურქეთი მე-14 ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენია.


ცათამბჯენების რაოდენობით მსოფლიო ქვეყნების სია ასეთია:


ჩინეთი (2719)
შეერთებული შტატები (855)
არაბეთის გაერთიანებული საემიროები (311)
სამხრეთ კორეა (275)
იაპონია (270)
მალაიზია (142)
ავსტრალია (138)
ინდონეზია (127)
ტაილანდი (124)
კანადა (122)
ფილიპინები (120)
ინდოეთი (97)
სინგაპური (96)


თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მონაცემებით, სტამბოლში, დაახლოებით, 6,4 მილიონი საცხოვრებელი კორპუსია. მათგან 4,4 მილიონ კორპუსი ოფიციალურად შესახელბულია. მეტროპოლიის ყველაზე მაღალი შენობა 284 მეტრის სიმაღლის Skyland Residential Tower-ია. თუმცა სტამბოლის ათაშეჰირის (Ataşehir) რაიონში ცენტრალური ბანკის ახალი შენობის დასრულების შემდეგ, ის 352 მეტრის სიმაღლით პირველ ადგილს დაიკავებს. სტამბოლის ფინანსურ ცენტრში მაღალ საოფისე კოშკებს, ასევე, თურქეთის სახელმწიფო ბანკები, Ziraat, Vakıfbank და Halkbank აშენებენ.


CTBUH-ის მონაცემებით, 2000 წელს თურქეთში 150 მეტრზე მეტი სიმაღლის მხოლოდ ხუთი მაღალსართულიანი შენობა იყო.


CTBUH-ის „მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის“ ტიტული მაღალი შენობების ოფიციალურ სიმაღლეების შესახებ ავტორიტეტულ რეიტინგად ითვლება. საბჭოს გაცხადებული მისია არის „მაღალი შენობების დაგეგმვის, დაპროექტებისა და მშენებლობის ყველა ასპექტის შესწავლა.“


CTBUH 1969 წელს, ლინ ს. ბიდლის მიერ პენსილვანიის შტატის ლეჰაის უნივერსიტეტში დაარსდა, სადაც მისი ოფისი 2003 წლის ოქტომბრამდე მდებარეობდა, ვიდრე ის ჩიკაგოში, ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადავიდოდა.


bpn.ge



თეგები:
ცათამბჯენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up