ქვეყნები საშემოსავლო გადასახადის გარეშე

ქვეყნები საშემოსავლო გადასახადის გარეშე

access_time2023-04-05 23:00:11

მაღალი გადასახადი სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ამცირებს, შესაბამისად მიიჩნევა, რომ რაც უფრო დაბალია გადასახადი, მოქალაქეებისთვის ესა თუ ის ქვეყანა საცხოვრებლად უფრო მეტად მიმზიდველია.


გაგაცნობთ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას სადაც ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკაა:


ბაჰამის კუნძულები. აქ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობა დამოკიდებულია რეზიდენტობაზე და არა მოქალაქეობის მიღებაზე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს, აქ ცხოვრებისა და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას. ამ პირობების გათვალისწინებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ის მუდმივად იზიდავს, მილიონერებსა თუ მილიარდერებს, რომლებიც კომპანიებს ბაჰამის კუნძულებზე არეგისტრირებენ და თავიანთი კაპიტალი სწორედ აქ გადააქვთ. 


ბაჰრეინი. ბრიტანეთის ყოფილი პროტექტორატი არქიპელაგი გამოირჩევა მრავალფეროვანი ეკონომიკით. ის ერთ-ერთი პირველია სპარსეთის ყურეში, რომელმაც ნავთობი საკუთარ მიწაზე აღმოაჩინა და ამ აღმოჩენამ შესაძლებლობა მისცა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გამხდარიყო. ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ ბაჰრეინი როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები ბიზნესმენებისთვის მუდმივად მიმზიდველია. თუმცა, ამის პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ ბაჰრეინში მუდმივი ცხოვრების უფლების მისაღებად საჭიროა პენსიაზე გასვლა, 135 000 დოლარის ინვესტიცია ქონებაში ან 270 000 დოლარის ინვესტიცია ბაჰრეინულ კომპანიაში.



ბრუნეი. მალაიზიის კუნძულ ამ პატარა სულთანატს საკმარისი ნავთობის სიმდიდრე აქვს საშემოსავლო გადასახადისგან თავის დასაღწევად. თუმცა, ბრუნეიში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან დიქტატორი მთავრობა და ადგილობრივი კანონები ყველას შიშის ზარს სცემს. მუდმივი საცხოვრებელი და მოქალაქეობის მიღება აქ ფაქტობრივად გამორიცხულია.


კაიმანის კუნძულები. ულამაზესი პლაჟები იზიდავს საკმარის ტურისტებს იმისთვის, რომ მთავრობამ ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკა შეინარჩუნოს. თუმცა, თუ გსურთ იქ გრძელვადიანად ცხოვრება, მოგიწევთ წელიწადში 145 000 დოლარის გამომუშავება და მინიმუმ 600 000 დოლარის ინვესტიცია უძრავ ქონებაში ან ადგილობრივ კომპანიებში. ამ ყველაფერის შემდეგ, კიდევ 8 წელია საჭირო, რომ კაიმანის კუნძულებზე მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღოთ. 


არაბთა გაერთიანებული საამიროები. აქ მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკაა, ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკის გამო. ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ცხოვრებისა და საქმიანობის დაწყება ძალიან მარტივია, სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ის მილიონერების ერთგვარ სამოთხედ იქცა. მხოლოდ 2022 წელს საამიროებმა 4000-ზე მეტი მილიონერი მიიზიდა და როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, უმდიდრესი ადამიანების რაოდენობა არაბულ სამყაროში მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.


მონაკო. ეს ქრის ქვეყანა სადაც მოქალაქეები საერთოდ არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, ხოლო ბიზნესისთვის გადასახადი მინიმალურია, რის გამოც ქვეყანას მეორენაირად საგადასახადო თავშესაფრადაც მოიხსენიებენ. გარდა საგადასახადო პოლიტიკისა, ქვეყნის მიმზიდველობას ძლიერი ეკონომიკა, გამართული პოლიტიკური სისტემა და დანაშაულის დაბალი დონე განაპირობებს. თუმცა, იქ ლეგალური ბინადრობის ნებართვის მიღება სამ თვეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის მონაკოს ბანკში მინიმუმ 500 000 ევროს დეპოზიტის გახსნაა საჭირო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up